სიახლეები
სამასწავლებლო

„შენ ეს შეგიძლია“ - სკოლის წარმატებული დირექტორები აკადემიური მოსწრების ასამაღლებელ ეფექტურ გზებს გვიზიარებენ
04-09-2018
-
+


17 სექტემბერი ახლოვდება, სკოლები ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ემზადებიან და მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ. სკოლის წარმატებული დირექტორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად მათი წარმატების წახალისებაა აუცილებელი და Etaloni.ge-სთან საუბარში აკადემიური მოსწრების ამაღლების კუთხით, თავიანთ მიდგომებს გვიზიარებენ.

სვირის საჯარო სკოლის დირექტორი გიული ყიფიანი:


„აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად თანამედროვე და მოსწავლისათვის კომფორტული გარემოს შექმნაა აუცილებელი, მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი ხელს უწყობს ბავშვების საგნით დაინტერესებას. ამავდროულად, აუცილებელია ახალგაზრდების წახალისება. სასწავლო წლის დასაწყისში ტრადიციად გვექცა წარმატებული მოსწავლეების სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვება.“

ფონის საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ მუმლაძე:

„მცირეკონტიგენტიანი და მრავალფეროვანი სკოლა ვართ, ჩვენთან აზერბაიჯანელი, ოსი და ქართველი ეროვნების ბავშვები სწავლობენ და ერთობლივად ტოლერანტულ გარემოს ქმნიან. მათი მოტივაციის ასამაღლებლად სკოლაში მუდმივად ვნერგავთ ინოვაციებს და ვცდილობთ, საინტერესო სასწავლო გარემო შევუქმნათ ახალგაზრდებს.“ 

შეუბანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩიკვილაძე: 

„სასკოლო გარემო ჩვენს მოსწავლეებს სიახლეებისთვის ფეხის აწყობისა და მუდმივი წინსვლის საშუალებას აძლევს. ახალგაზრდების აკადემიური მოსწრების ამაღლებას საინტერესო გაკვეთილებითა და კლასგარეშე აქტივობებით ვცდილობთ. პედაგოგები მუდმივად ვთანამშრომლობთ მოსწავლეებთან და მშობლებთან. სწავლებაში ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომებს და წარმატებულ ახალგაზრდებს მადლობის სიგელებით ვაჯილდოვებთ.“

გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ ხვედელიძე:

„ჩვენს სკოლაში აკადემიური მოსწრება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. სასწავლო პროცესში ინოვაციების დანერგვითა და მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებით მუდმივად ვახერხებთ მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი წარმატების უზრუნველყოფას არა მხოლოდ სასკოლო, არამედ კლასგარეშე აქტივობებში.“

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილი:


„ჩვენი მოსწავლეები არასასკოლო ჩემპიონატებსა და ოლიპიადებში აქტიურად მონაწილეობენ. წარმატებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენს სკოლას ასახელებენ, ყოველთვის ვუწყობთ საზეიმო დახვედრასა და მადლობის სიგელებით ვაჯილდოვებთ, ასევე ვასაჩუქრებთ სიმბოლური პრიზებით და ამ გზით, ბავშვების წარმატებას ვახალისებთ.“

ვაქირის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ბუღათრიშვილი:

„აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად, პირველ რიგში, მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა და მისი სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრა, არსებული რესურსების სწორი კუთხით წარმართვაა აუცილებელი. ამ კუთხით, პედაგოგები და მშობლები აქტიურად ვთანამშრომლობთ, თანაკლასელებიც ხშირად ეხმარებიან ერთმანეთს არსებული პრობლემების გადაჭრაში. ბავშვების შექება დადებითად მოქმედებს, მოსწავლეებს მუდამ ვუმეორებთ: „შენ ეს შეგიძლია“, რაც მეტი წინსვლის სტიმულს აძლევს მათ. ჩვენი ბავშვები რეგიონის გამარჯვებულები გახდნენ მხიარულ სტარტებში და მათ ექსკურსია დავუფინანსეთ, რესპუბლიკის მასშტაბით ასევე წარმატებით ვიასპარეზეთ გეზრბენში. სასწავლო წლის პირველ დღეს ტრადიციად გვექცა წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვება სხვადასხვა ნომინაციაში.“
 

ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი როზა გველებიანი:

„აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად სასკოლო რესურსის მრავალფეროვნება და კლასგარეშე აქტივობებისა და კონკურსების ჩატარება გადამწყვეტია. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნის რეალიზება უნდა შეძლონ და მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ, რათა უკეთ სწავლის სტიმული გაუჩნდეთ.“

ხერთვისის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხმალაძე:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, სულ 18 მოსწავლე გვყავს და მაქსიმალურად ვცდილობთ მათთვის მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნას. ზუსტად დღეს ვამზადებდით ჩვენი ბავშვებისთვის წამახალისებელ სიგელებს სხვადასხვა ნომინაციაში, რომლებიც მათ საზეიმო ვითარებაში სასწავლო წლის პირველ დღეს გადაეცემათ.“

ზველის საჯარო სკოლის დირექტორი მაგდანი ლაცაბიძე:

„მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო პროცესი მოსწავლეებში ყოველთვის დიდ ინტერესსა და ჩართულობას იწვევს, შემდეგ კი ბავშვებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენისა და პრეზენტაციის სურვილი სხვადასხვა ღონისძიებასა და კონკურსში უჩნდებათ, სადაც ძალიან წარმატებით ასპარეზობენ და სკოლის მხრიდანაც მუდმივად გრძნობენ წახალისებას.“

ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ გიგინეიშვილი:

„მოსწავლეებს მუდმივი წინსვლისა და განვითარებისთვის ინოვაციურ სწავლებასთან ერთად, წახალისებაც სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, სასწავლო წლის დასაწყისში წარმატებულ ახალგაზრდებს საზეიმო ვითარებაში სიგელებით ვაჯილდოვებთ და უფასო შემეცნებით ექსკურსიებს ვუწყობთ მოტივაციის ასამაღლებლად.“

ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა:

„ჩვენი მოსწავლეები გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში წარმატებით მონაწილეობენ და თეორიულ ცოდნას პრაქტიკული სამუშაოებით იღრმავებენ. წლის განმავლობაში მრავალ ღონისძიებას ვატარებთ, რომლებსაც ფოტო და ვიდეომასალით აღვბეჭდავთ და სემესტრისა და წლის ბოლოს წარმატებულ მოსწავლეებს დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით ვახალისებთ. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებისთვის გასვლით ღონისძიებებს ვაწყობთ მშობელთა ჩართულობით.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება