მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაპონიის საშუალო და უმაღლესი სკოლების დაახლოებით 930 ათასი მოსწავლე ინტერნეტზეა დამოკიდებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა კვლევის შედეგს, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 2013 წელს ჩაატარა.
სააგენტო „კიოდო“-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ 103 საშუალო და უმაღლესი სკოლის 64 ათასი მოსწავლე მოიცვა. კვლევა გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
კვლევის შედეგებით, ინტერნეტდამოკიდებულება საშუალო სკოლების მამრობითი სქესის მოსწავლეების დაახლოებით 10,6%-ს და მდედრობითი სქესის 14,3%-ს აწუხებს. უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს შორის ინტერნეტზე დამოკიდებულება ბიჭების 13,2%-ს და გოგონების 18,9% გამოუვლინდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ინტერნეტდამოკიდებულთა გამოსავლენად სპეციალისტებმა რვა ნიშანი გამოყვეს. მოსწავლე კატეგორიაში - „ინტერნეტ-დამოკიდებული“ ხვდებოდა თუ მისი პასუხების საფუძველზე ამ რვა ნიშნიდან ხუთი ან მეტის გამოყოფა იყო შესაძლებელი.
2013 წლის კვლევის მიხედვით, იაპონიის საშუალო და უმაღლესი სკოლების ინტერნეტდამოკიდებულ მოსწავლეთა რიცხვმა დაახლოებით 510 000 ადამიანი შეადგინა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც