სიახლეები
საინტერესო

ყველაზე წარმატებული კინო ოჯახი - ბაბლუანების პარიზული ცხოვრება
05-09-2018
-
+


როცა კინემატოგრაფისტ ცნობილ ოჯახებზე ვსაუბრობთ, ქართულ სინამდვილეში პირველი ვინც გვახსენდება, ბაბლუანების ოჯახია. მათი სახელი უკვე მრავალი ათეული წელია კინოს უკავშირდება. ოჯახის თითოეული წევრი ერთად და ცალ-ცალკეც კინოსთან და მის მიმდებარე დარგებთან ასოცირდება.  

სულ თავიდან დავიწყოთ და ნელ-ნელა გავიცნოთ ცნობილი კინო-ოჯახი, რომელთა გარეშეც ქართული და ფრანგული კინო უბრალოდ წარმოუდგენელია. 

ბაბლუანები ლენტეხის რაიონ სოფელ ჩოლურში ცხოვრობენ. სწორედ ამ სოფელში დაიბადა ცნობილი თემურ ბაბლუანი, უდიადეს „უძინართა მზეს“ შემოქმედი და სულისჩამდგმელი. თემურ ბაბლუანი 17 წლის იყო, როცა თემურ ჩხეიძემ „ღიმილის ბიჭებში“ გადაიღო. მომავალი რეჟისორი კინოთი დაინტერესდა და 1979 წელს თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო) დაამთავრა. 

როგორც მსახიობმა, მან მალხაზის („ღიმილის ბიჭები“), არწივის მომთვინიერებლის („მშობლიურო ჩემო მიწავ“) და მურტალოს (სატელევიზიო სპექტაკლი „კუკარაჩა“) როლები შეასრულა. 

მისი სარეჟისორო ბიოგრაფია კი გაცილებით დიდია, რომელსაც წელს სამწერლო გამოცდილებაც მიემატა. 

ბაბლუანმა თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები „მოტაცება“, „ბეღურების გადაფრენა“, „ძმა“და „უძინართა მზე“. ის იყო ფილმების პროდიუსერი და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის რეჟისორიც.

მისმა ფილმებმა არაერთი პრიზი და ჯილდო მოიპოვეს. „ბეღურების გადაფრენამ“ სპეციალური პრიზი მიიღო კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე, „ძმამ“ პრიზი და დიპლომი ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე, „უძინართა მზემ“ კი სოჭში კინოფესტივალზე მთავარი პრიზი , „გრან-პრი“ მოსკოვის ფესტივალზე, „ოქროს არწივი“,  „ვერცხლის დათვი“ ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მოიპოვა. ეს სამი ნამუშევარი თემურ ბაბლუანის კარიერის გამორჩეული ფილმებია.

რეჟისორი უკვე ათეული წლებია, პარიზში, შვილებთან ერთად ცხოვრობს. 

რამდენიმე თვის წინ მან სათავგადასავლო რომანი „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშკა მელოდება)“ გამოუშვა, რომლის პრეზენტაცია 23 მარტს გაიმართა. მკითხველმა მისი სადებიუტო რომანი დადებითად შეაფასა და უკვე ბესტსელერადაა ქცეული. 

რეჟისორმა მომავალი მეუღლე თეატრალურში გაიცნო. სწორედ მაშინ იყო მის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი, როცა მიხვდა, რომ სხვაგან არსად წასვლა არ უნდოდა და დარჩა კიდეც სამუდამოდ კინოსამყაროში. თემურის მეუღლე ლია ბაბლუანი ახლა მრავალრიცხოვანი ოჯახის ბურჯი და წინამძღოლია, თუმცა იყო დრო, როცა მსახიობობდა კიდეც. შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ „უძინართა მზეში“ დედის როლს, სწორედ ლია ასრულებს. რეჟისორსა და მსახიობს ოთხი შვილი ჰყავთ: გელა, გიორგი, ოლგა და სოფია. 
 
მამის გზას გაჰყვა გელა ბაბლუანი, რომელიც უკვე ცნობილი კინორეჟისორია. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „13“ იყო, რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად. გადაიღეს ფილმის ამერიკული ვერსიაც, სადაც ჯეისონ სტეტჰემი და მიკი რურკი თამაშობენ. 

გელა ბაბლუანის ფილმოგრაფია მოიცავს სარეჟისორო, სასცენარო, საპროდიუსერო, სარედაქტორო და მსახიობთა შერჩევის ნამუშევრებს. მას მიღებული აქვს სხვადასხვა კინოფესტივალის ჯილდო, მათ შორის, ვენეციის კინოფესტივალის პრიზი, საუკეთესო პირველი მხატვრული ფილმი  ფილმისათვის „ცამეტი“, სანდენსის კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზი ფილმისათვის „ცამეტი“, ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტიველის გრან-პრი (ბელგია), საუკეთესო რეჟისორი ფილმისთვის „ფული“ და ასე შემდეგ. 

ძმასთან ერთად რეჟისორობა არჩია სოფიამაც, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის კინოცენტრში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წევრია. ის მუსიკისა და სიმღერის დიდი მოყვარულია, ზოგჯერ მღერის კიდეც. სწორედ მისი სიმღერით იწყება გელას ფილმი „ფული“. 

გიორგი ბაბლუანმა და-ძმისგან განსხვავებით მსახიობობა გადაწყვიტა. მისი პირველი ფილმი საკუთარი ძმის „13“ იყო, სადაც მთავრ როლს ასრულებს. მას შემდეგ იყო „მემკვიდრეობა“, „ფული“, „მარუსია“, „დამნაშავეთა არმია“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“. 

გიორგის მეუღლე სერბი მოდელი და მსახიობი ბოიანა პანიკია. წყვილმა ერთმანეთი ფილმის „თავისუფლება“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. წყვილს ორი შვილი ჰყავს. 

თუ თბილისში ხშირად დადიხართ ფეხით, შეიძლება შეგიმჩნევიათ კიდეც მოპედით მოსიარულე ახალგაზრდა ქალი. ეს ქალი ოლიკოა, საქართველოში მამის მერე ყველაზე ცნობილი ბაბლუანი. მისი ცხოვრება თავიდან მეტწილად კინოსთან იყო დაკავშირებული. ოლგა მსახიობია, თამაშობდა „13“-ში, „მემკვიდრეობაში“, ძმასთან და მამასთან ერთად მუშაობდა სხვადასხვა ფილმზე. ამჟამად მისი საქმიანობა მედიასთან და საქართველოსთანაა დაკავშირებული. 

მისი პირველი გადაცემა „მშვიდობით იარაღო“ იყო, რომელიც რამდენიმე წელიწადში „რა დროს ძილიამ?!“ ჩაანაცვლა. ოლგა ფრანგული კინოსა და ლიტერატურის წარმომადგენლებს საკმაოდ ახლოს იცნობს და ამიტომაც მისი გადაცემის სტუმრები ხშირად ყოფილან ვენსან კასელი, პიერ რიშარი თუ ფრედერიკ ბრეგბედერი. 

ოლგას ორი გოგონა ჰყავს, ლიანა და ნასტასია. მისი შვილები საფრანგეთში ცხოვრობენ, თუმცა დედას ხშირად სტუმრობენ და მასთან ერთად მთელ საქართველოში მოგზაურობენ. 

პარიზში ჯერ კიდევ ამბობენ, რომ ყველაფრის მიუხედავად ბაბლუანები სულით მაინც სვანები არიან - საკუთარ სამშობლოზე და მთებზე შეყვარებული კინემატოგრაფისტები. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება