მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ცალკე ქვეთავი სკოლების უსაფრთხოების საკითხს ეთმობა.
დასკვნის თანახმად, ფაქტორები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, სისტემური პრობლემაა.
არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ცხადად ასახავს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სირთულეებს:
მოსწავლეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები საგრძნობლად გაზრდილია: 2015-16 სასწავლო წელი – 2582 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. – 2538 შემთხვევა; 2017-18 ს . წ – 3673 შემთხვევა მოხდა.
მომატებული სკოლაში აკრძალული ნივთიერებების მოხმარებისა (2015-16 ს.წ. – 1806 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. – 1866 შემთხვევა; 2017-18 ს.წ. – 2452 შემთხვევა)
და მაღალი რისკის შემცველი საგნების ამოღების შემთხვევები (2015- 16 ს.წ. – 187 შემთხვევა; 2016 – 2017 ს.წ. – 177 შემთხვევა; 2017-2018 – 176 შემთხვევა).
ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია მოსწავლეთა სკოლიდან ფაქტები (2015-16 ს.წ - 8403 შემთხვევა; 2016-17 ს.წ - 8951; 2017-18 ს.წ. -10838)
და მოსწავლეების მიერ გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა (2015-16 ს.წ. – 4495 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 4853; 2017-18 ს.წ - 6553).
დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გაკვეთილის ჩაშლის თითოეული შემთხვევა გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო პროცესის შეწყვეტას, არამედ პედაგოგს, კლასსა და მოსწავლეებს შორის კონფლიქტის წარმოშობას, რაც სასკოლო საზოგადოებაში უსაფრთხო კლიმატს აუარესებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც