მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყოველი მეორე მოზარდი თანატოლების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც Unicef-მა 6 სექტემბერს გამოაქვეყნა.
შედეგად, მოსწავლეთა რაოდენობა, რომელიც სკოლასა და მის გარეთ, ბულინგის მსხვერპლია, დაახლოებით 150 მლნ-ს შეადგენს.
ანგარიშში მოყვანილია მრავალრიცხოვანი მაგალითები როგორ შეიძლება დაზარალდნენ ბავშვები ძალადობით სასკოლო გარემოში.
Unicef-ის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 13-დან 15-წლამდე მოსწავლეთა მესამედზე მეტი ბულინგს (ჩაგვრას) განიცდის და დაახლოებით ამდენივე ბავშვი ჩხუბში მონაწილეობს.
39 განვითარებული ქვეყნის ყოველი მესამე მოსწავლე აღიარებს, რომ თანატოლი დაუჩაგრავს.
სასკოლო ასაკის დაახლოებით 720 მილიონი ბავშვი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სკოლაში ფიზიკური დასჯა ბოლომდე აკრძალული არ არის.
მართალია გოგონები და ბიჭები ბულინგის რისკის ქვეშ ერთნაირად არიან, მაგრამ გოგონები უფრო ხშირად ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან, მაშინ როცა ბიჭები ძირითადად ფიზიკური ძალადობისა და მუქარის მსხვერპლნი არიან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც