სიახლეები
საინტერესო

რას ფიქრობენ ცნობილი ფსიქოლოგები ბავშვებზე?
07-09-2018
-
+


ბავშვები ყველაზე სათუთი და ფაქიზი არსებები არიან, რომელთა სამყაროსა და ბუნების შეცნობა ძალიან რთულია. ბავშვობა ყველაზე ძვირფასი პერიოდია, რადგან სწორედ აქედან იწყება ადამიანის განვითარება და პიროვნებად ჩამოყალიბება. 

როცა ამ პერიოდზე ვსაუბრობთ, გვახსენდება სხვადასხვა მწერლის, პოეტის თუ საზოგადო მოღვაწის გამონათქვამები, მაგრამ საინტერესოა რას ფიქრობენ ბავშვებზე ცნობილი ფსიქოლოგები? 

ზიგმუნდ ფროიდი:

ბავშვი ძალიან სერიოზულად უდგება თამაშის პროცესს და მასში ემოციების დიდ ნაწილს ხარჯავს. ამიტომ თამაშის საპირისპირო ის კი არ არის, რაც სერიოზულია, არამედ ის, რაც რეალურია. 

- ყურადღება არ არის ის, რასაც ბავშვი ეძებს, არამედ – სიყვარული. 

- ძალიან ცოტა რამ ანიჭებთ ბავშვებს იმაზე მეტ სიამოვნებას, როცა უფროსს თავისი თავი მათ დონეზე დაყავს, უარს ამბობს თავის მჩაგვრელ უპირატესობაზე და მათთან თამაშობს, როგორც თანაბარი. 

- თანდაყოლილად ბავშვებს რეალური შიში, როგორც ჩანს, ძალიან ცოტა აქვთ. ისინი ირბენენ წყლის ჯებირზე, აცოცდებიან ფანჯრის რაფაზე, ითამაშებენ ბასრი საგნებითა და ცეცხლით, მოკლედ რომ ვთქვათ, გააკეთებენ ყველაფერს, რაც დააზიანებს მათ და ანერვიულებს უფროსებს. ყველაფერი ეს კი მთლიანად განათლების შედეგია. იმის, რომ მათ არ რთავენ ნებას, ინსტრუქციული გამოცდილება თავად მიიღონ.

ჟან პიაჟე:

- როცა ბავშვს რაიმეს ასწავლი, მას სამუდამოდ ართმევ შანსს, რომ ის თავად აღმოაჩინოს.

- ბავშვებს სჭირდებათ ხანგრძლივი და უწყვეტი დრო თამაშისა და აღმოჩენებისთვის.

- ახალშობილის სიცოცხლის პირველივე თვეებში მისი ძუძუს ჭამის, ბალიშზე თავის დადების მანერა და სხვ. შემდგომში მის მთავარ ჩვევებად ფორმირდება. სწორედ ამიტომ უნდა დაიწყოს განათლება აკვნიდან.

- თამაში არის პასუხი კითხვაზე: როგორ იბადება რაიმე ახალი?

ერიკ ერიკსონი:

- იქნებ ოდესმე იარსებოს კარგად ინფორმირებულმა, კარგად მოფიქრებულმა და მხურვალე საზოგადო რწმენამ, რომ ყველაზე მომაკვდინებელი, ყველა შესაძლო ცოდვას შორის, არის ბავშვის სულის დამახინჯება. იმის გამო, რომ ის საფუძველშივე კლავს ცხოვრების პრინციპს – რწმენას, რომლის გარეშეც ადამიანის ნებისმიერი ქმედება, რაც არ უნდა კარგი გვეგონოს და სწორი ჩანდეს ის, მიდრეკილია დამახინჯებისკენ ცნობიერების დესტრუქციული ფორმების მიერ.

- ბავშვებს ვერ გააცურებ ცარიელი შექებითა და ყალბი წახალისებით. შესაძლოა მათ უწევთ, რომ მიიღონ თვითშეფასების ეს ხელოვნური მხარდაჭერა რაღაც უკეთესის სანაცვლოდ, მაგრამ ის, რასაც მე ვეძახი მათი ეგოს იდენტობის გაზრდას, ის ძალას იკრებს მხოლოდ გულწრფელი, თანმიმდევრული აღიარებებით ნამდვილი მიღწევებისა, რომელთაც რაიმე მნიშვნელობა გააჩნია მათ კულტურაში.

- ჯანმრთელ ბავშვებს არ შეეშინდებათ ცხოვრების, თუ უფროსებს აქვთ საკმარისი ერთიანობა, რომ არ ეშინოდეთ სიკვდილის? 

კარლ იუნგი:

- ბავშვები იზრდებიან მშობლების მაგალითით და არა მათი საუბრით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება