მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა თქმა უნდა, სისხლია. აბა, გაჭრილი ცერიდან სხვა რა გამოვა? წითელი ლაქა შეიძლებოდა ნამდვილი დამამტკიცებელი საბუთი ყოფილიყო იმისა, რომ სერ ჰენრიმ ცოლის თავიდან მოსაშორებლად ჩაიდინა ყველაზე საშინელი დანაშაული, როგორიც კი პოლიციის დეტექტივს ოდესმე შეხვედრია. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე როდი იყო. უბრალოდ, დეტექტივი ფანქარს თლიდა და უცაბედად თითი გაიჭრა, – ეს იყო და ეს“.
3. „პარასკევი, I/XI - ეს ყოველ წელს მეორდებოდა, რიტუალივით. დღეს ამ კაცს დაბადების დღე ჰქონდა, ოთხმოცდაორი წლისა შესრულდა. როგორც ყოველთვის, ახლაც საჩუქრად მიღებულ ყვავილს ბრჭყვიალა ქაღალდი შემოახია და დაურეკა პოლიციის ინსპექტორ მორელს, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ დალარნაში, სილიაენის ტბის პირას ცხოვრობდა. ის და ინსპექტორი მორელი არა მხოლოდ თანატოლები, ერთ დღეს დაბადებულებიც იყვნენ, რაც ამ ვითარებას ცოტათი ირონიულ ელფერს სძენდა. სავარძელში მყუდროდ მოკალათებული მოხუცი პოლიციელი ყავას სვამდა და ზარს ელოდა.“.
4. „ყოფილ სპორტდარბაზში გვეძინა. ხის გალაქულ იატაკზე დახაზული წრეები და ზოლები იმ დროიდან იყო შემორჩენილი, თამაშები რომ იმართებოდა ხოლმე. კალათბურთის ძელები ჯერაც იდგა, თუმცა – ბადეების გარეშე. დარბაზს ოთხივე მხრიდან მაყურებლებისათვის განკუთვნილი იარუსები შემორტყმოდა და ჩემს ყნოსვას ჯერ ისევ, თუმცა ზმანებასავით მკრთალად, სწვდებოდა მატჩებზე დამსწრე გოგონების საღეჭი რეზინებისა და სუნამოების ჩამტკბარ სურნელთა შორის გამომსხლტარი ოფლის მკვეთრი სუნი. სურათებიდან ისინი ჯერ ფუშფუშა ქვედაბოლოებში გამოწყობილი მახსოვს, მერე – მინიკაბებში, მერე – შარვლებში, მერე კი – ცალი საყურითა და მწვანედ აჭრელებული „იროკეზის“ ვარცხნილობით“.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყინვა, თოვლი, ძლიერი ქარი.... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს