მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფრანგმა, იტალიელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა რიგი კვლევები ჩაატარეს, რომლებიც ხელის საშრობების სასიკვდილო საფრთხეს ამტკიცევს. ამის შესახებ MedicalXpress წერს.
მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფი ამტკიცებს, რომ საშრობები სასიკვდილო მიკროორგანიზმების გამრავლების მიზეზი შეიძლება იყოს. განსაკუთრებით მწვავეა პრობლემა საავადმყოფოების საპირფარეშოებში.
სპეციალისტებმა სამი თვის განმავლობაში საფრანგეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოების საპირფარეშოებში მიკრობების გამრავლება შეისწავლეს. მეცნიერები აკვირდებოდნენ ბაქტერიული დაბინძურების დონეს შენობებში სადაც საშორბები იყო და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ხელის გამშრალების სხვა საშუალებები იყო განთავსებული.
მკვლევარებმა სინჯები აიღეს ჰაერიდან, კედლებიდან, იატაკიდან და ოთახში განლაგებული საგნებიდან. აღმოჩნდა, რომ საშრობიან საპირფარეშოებში ბაქტერიების გამრავლება, მათ შორის ისეთების როგორიც ოქროსფერი სტაფილოკოკი, ენტეროკოკი, და ენტეობექტერიებია, მნიშვნელოვნად მაღალია. ჰაერის ნაკადს ხელზე დარჩენილი ბაქტერიები შორ მანძილზე გადააქვს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
კონცერტი დატვირთული იყო ეროვნული სულისკვეთებითა და შთამაგონებელი გამოსვლებით