სიახლეები
საინტერესო

„თბილისი ჩემს ფიქრებში“ - გერმანული მედია ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას ეხმიანება
09-09-2018
-
+


გერმანული ელექტრონული მედია ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენაზე წერს.

„თბილისი ჩემს ფიქრებში“ -  შრიფტის ძველი და ახალი ხელოვნება საქართველოდან“- გამოფენა ყურადღებას კავკასიის ქვეყნის კულტურულ ისტორიაზე ამახვილებს. აქ კი ძირითადი აქცენტი სწორედ ქართულ შრიფტზეა ფოკუსირებული, ის კარგად წარმოაჩენს ქართველების თვითმყოფად ლიტერატურულ გარემოს. 

ქვეყანას, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, საკუთარი ენა და დამწერლობა გააჩნია, საყურადღებოა ისიც, რომ 2016 წელს იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა და მიუხედავად ასეთი აღიარებისა, საქართველოს კულტურული საგანძური მის ფარგლებს გარეთ მეტწილად ჯერ კიდევ უცნობია. 

მდიდარი ექსპოზიცია ქართული ლიტერატურული კულტურის მრავალფეროვნებაზე მეტყველებს: ბეჭდური და ხელნაწერი ნიმუშები, მე -5 საუკუნის ლაპიდარული წარწერებიდან ვიდრე 11 საუკუნის უძვირფასეს ხელნაწერებამდე, ასევე თანამედროვე ვიდეოკოლაჟები და კალიგრაფიული კომპოზიციები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ქართული დამწერლობის თავგადასავალზე. 

შუა საუკუნეების გრაგნილები და იშვიათი წიგნები კარგად ასურათებს მე -16 მე -18 საუკუნეების საქართველოს წარსულს. ექსპოზიციის მშვენებაა 1629 წელს რომში დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი და 1709 წელს მეფე ვახტანგ VI- ის ბრძანებით თბილისში გამოცემული ქართული სახარება. 

გამოფენა ქართველი კალიგრაფების თანამედროვე ნამუშევრებით სრულდება.“ 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება