სიახლეები


ჰარუკი მურაკამის 5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
10-09-2018
-
+


არარეალური გმირები და ორიგინალური ისტორიები, მოლაპარაკე კატები და პლაჟზე მოსერინე კაფკა - ეს მხოლოდ რამდენიმე წინადადებით თუ აღწერს ცნობილი იაპონელი მწერლის ჰარუკი მურაკამის სამყაროს. 

სინამდვილეში მისი სამყარო ძალიან დიდია, იმდენად დიდი, რომ მსოფლიოს მისი ძველი წიგნები არ ჰყოფნის და მწერალს ყოველ წელს ახლის გამოშვება უწევს. 

ქვემოთ წარმოგიდგენთ 5 წიგნს მურაკამის შემოქმედებიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული, თუ გინდათ, რომ მისი სამყაროს ნაწილი გახდეთ. 

1. „სასწაულების ქვეყანა გაჩერების და დასასრულის გარეშე“ - წიგნი ადამიანებზე, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებენ ცხოვრებას. სიუჟეტი მარტივად იკვლევს გზას სხვადასხვა ფილოსოფიის ოთახებში, როგორ ქრება ჩვენს ირგვლივ ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ ხილული და რეალური იყო. ეს არის ამბები, რომელიც ერთმანეთს ენაცვლება ისტორიული ფაქტებიდან მისტიკამდე, არარეალური სამყაროდან ყოველდღიურ, ხელშესახებ ამბებამდე და ასე შემდეგ. 

2. „დასაქოქი ჩიტის ქრონიკები“ - მისტიური ამბავი შუა ხნის მამაკაცზე, რომელიც მოულოდნელად  სამსახურის გარეშე დარჩება. ცოტა ხანში ირკვევა, რომ მისი ცოლი შეყვარებულია და სულ მალე მის მიტოვებას აპირებს. ფინანსური და მორალური მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მთავარი გმირი გადაწყვეტს ყოველდღიურ სამყაროს სხვა თვალით დააკვირდეს. მთელი წიგნის განმავლობაში გვხვდება პერსონაჟი მეი კასახარი, გოგონა რომლის მიმართაც სხვადასხვა სახის გრძნობები უჩნდება მთავარ პერსონაჟს, ხან მეგობრული, ხან მამაშვილური, ხან კი - ნამდვილი, ვნებიანი სიყვარულით არის განწყობილი.

3. „ნადირობა ცხვარზე“ - ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელმაც ავტორის პოპულარობა განაპირობა. რამდენიმე ნაწილად დაყოფილი ამბავი ადამიანის გონების სივრცეების დაპყრობას ცდილობს. წიგნის ლაიტმოტივად შემდეგი ფრაზა იქცა: „მისი სიკვდილის შესახებ ტელეფონით, ძველი ნაცნობი შეგატყობინებს“. წიგნი თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. სწორედ ამ ტრილოგიით გაიცნო მურაკამი ქართველმა მკითხველმა. 

4. „1Q84“ - სამნაწილიანი რომანი „1Q84“ 2009-2010 წლებში გამოვიდა იაპონურ ენაზე და მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა: სასიყვარულო თავგადასავლის, მისტიკის, ფენტეზის უცნაური ნაზავი, ასევე უცნაურად დაკავშირებული ჯორჯ ორუელის „1984“-თან, გამოსვლიდან ერთ თვეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები, ახალგაზრდა მწე­რალი-რედაქტორი ტენგო კავანა და სპორტული ინსტრუქ­ტორი აომამე, 1984-დან 1Q84-ში მოხვდებიან - დროში, სადაც ორუელისეული „დიდი ძმა“ ყოველთვის ახერხებს თვალთვალს და თავისი „გრძელი ხელებით“ ყველგან სწვდება. 

5. „ნორვეგიული ტყე“ - 2016 წლის რომანი მწერლის მორიგ ბესტსელერად იქცა. საინტერესო და იდუმალი სიყვარულის ისტორია და მთავარი გმირი, რომელიც ორი ადამიანის შეყვრებას ერთდულად ცდილობს. ამბები, ისტორიები რომლებიც საინტერესო და ამავდროულად ძალიან სევდიანია, სიკვდილი, სიყვარული, მოგონებები, ემოციები, დაშორება და წლების შემდეგ შეხვედრა. წიგნში ავტორი ჩვეულებრივ გრძნობებზე გვესაუბრება არაჩვეულებრივი თხრობის სტილით და ემოციით.

და „კაფკა პლაჟზე“ - წიგნი ხუთეულში იმიტომ არაა შესული, რომ სიის გარეშეც აუცილებლად წასაკითხ წიგნთა კატეგორიაში შედის. ესაა ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე საუკეთესო წიგნი, რომელიც გამოსვლისთანავე გაქრა დახლებიდან. საოცარი სიყვარულის ამბავი სინქრონულად მიჰყვება მასწავლებლის ტრაგედიის ისტორიას და ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სიუჟეტი ოქროს შუალედის პოვნას ახერხებს. მკითხველისთვის წიგნი ბოლო ფურცლებამდე ამოუცნობ და იდუმალ ისტორიად რჩება, ისტორიად, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება