სიახლეები
რჩევები

როგორი საკვები გავატანოთ ბავშვს სკოლაში: ყველაზე სასარგებლო და მავნე პროდუქტები
10-09-2018
-
+


სკოლის მოსწავლისთვის ჯანსაღი საკვების შეთავაზება უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ბავშვმა გარეთ ნაყიდი ცომეული და სხვა არაჯანსაღი პროდუქტები რომ არ ჭამოს სასურველია თუ მშობელი მას სკოლაში წასახემსებლად საკვებს გაატანს. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რას ჩავდებთ მოსწავლის ლანჩის ყუთში.

მოსწავლემ გატანებული საკვები რომ სიამოვნებით ჭამოს, საკვები უნდა იყოს გემრიელი, სასარგებლო და არამალფუჭებადი.

თხილეული და ჩირი

თხილეული და ჩირი შესვენებების დროს იდეალური წასახემსებელია. ის გემრიელი და სასარგებლოა და ყველაფერთან ერთად მადასაც არ აქვეითებს. გარგლისა და შავი ქლიავის ჩირი, ფინიკი ან ქიშმიში - სასარგებლო ვიტამინებისა და მინერალების წყაროა. იგი შესაძლოა იყოს ტკბილეულის კარგი ალტერნატივა.

ბუტერბროდი

ბუტერბროდი, რა თქმა უნდა, კლასიკაა. კარგად მომზადებული ბუტერბროდი სწრაფად კლავს შიმშილს. გასტროენტეროლოგები მის დასამზადებლად მთელმარცვლიანი პურის, მოხარშული გულმკერდის და ლორის გამოყენებას გვირჩევენ. შიგთავსისთვის შესანიშნავი ვარიანტია მაგარი ყველი. იგი მალე არ ფუჭდება და სასარგებლოცაა.


ბოსტნეული და ხილი

კარგი იქნება თუ ბიტერბროდს ბავშვის საყვარელ მწვანილსა და ხილს დავუმატებთ. ეს შესაძლოა იყოს ტკბილი სტაფილო, კიტრის მწნილი, სალათის ფურცლები, ბულგარული წიწაკა. ხილი კი უნდა იყოს მაგარი და საშუალო ზომის. მაგალითად, ბავშვი შესვენებაზე დიდი ვაშლის შეჭმას ვერ მოასწრებს.

სასმელი

ბავშვს სკოლაში ბოთლით წყალი აუცილებლად გაატანეთ. ხანდახან შეიძლება ჩვენს კლიმატურ ზონაში მოყვანილი ხილის წვენის მიცემა. იგი კონსერვანტებს და შაქარს არ უნდა შეიცავდეს. კამპოტი სკოლაში არ გაატანოთ. ისინი შესაძლოა მალე ამჟავდეს.

ფუნთუშეული

თუ გინდათ, რომ ბავშვი რაღაც გერმრიელით და სახლში მომზადებულით გაანებივროთ, მას ფუნთუშები ან ვაშლის, მსხლის ან გოგორის შიგთავსიანი ნამცხვარი გამოუცხეთ. მაღაზიაში შეძენილი ფუნთუშეულობა წასახემსებლად არ გამოდგება. იგი კალორიულია და შესაბამისად მავნე.


რისი გატანება არ შეიძლება ბავშვისთვის სკოლაში?

რძემჟავა პროდუქტები. მხოლოდ იმ შემთხვევაში შესთავაზეთ, თუ ზუსტად იცით, რომ უმალვე შეჭამს და პროდუქტი გაფუჭებას ვერ მოასწრებს.

სასუსნავი: „სუხარიკები“, ჩიფსები, შოკოლადის ბატონები. იგი ჯანმრთელობისთვის მავნეა და ბავშვს არ ანაყრებს. ამგვარი წახემსების შემდეგ ბავშვს კიდევ უფრო მეტად მოუნდება ჭამა.

ტკბილი გაზიანი სასმელი: არ კლავს წყურვილს, ასეთი სასმელი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მავნედ ითვლება. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს

საბჭოს წევრობის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა - ცენტრი 18 ახალი პირის დასაქმებას გეგმავს

წამყვან-მენტორობის გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით NAEC განმარტავს

თოვლი, წვიმა, ძლიერი ქარი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებების შეტანა შეგილიათ 10 აპრილის ჩათვლით სარეგისტრაციო განაცხადში

პიროვნება
„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...

სკოლები

საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ

„ვულოცავთ ამ წარმატებას“ - ასე გამოეხმაურა ორღულის საჯარო სკოლა ბავშვების წარმატებას

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება