სიახლეები
სიახლეები

სკოლის დირექტორთა სათათბიროების შექმნის პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს
13-09-2018
-
+


გლდანი-ნაძალადევისა  და ისანი-სამგორის შემდეგ, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის საჯარო სკოლის დირექტორთა სათათბიროები შეიქმნა.

სათათბირო არის თბილისის წარმატებული სკოლის დირექტორებისა და სოციალურ-საგანმანათლებლო პორტალ Etaloni.ge-ს ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის ნებაყოფლობითი და დროებითი (2018-2019 სასწავლო წელი) გაერთიანება, რომელიც დაარსებულია შვილების აღზრდა-განათლების პროცესში მშობელთა სისტემური, აქტიური ჩართვის მიზნით და ეყრდნობა Izrune.ge- ს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და წარმატებული სკოლების დირექტორების გამოცდილებას.

ვაკე-საბურთალოს სკოლის დირექტორთა სათათბიროს თავმჯდომარე თბილისის N41 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილია, რომელიც ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის თანამოაზრეა:

„მივესალმები Izrune.ge-სა და მომავლის იმ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც ბატონი გოჩა ახორციელებს. სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა, რომ პრობრემური საკითხია, ეს ყველამ ვიცით. სათათბიროს მრჩევლისა და გადაწყეტილების მიღებაში დამხმარე ორგანოს ფუნქცია აქვს, Izrune.ge -ს საფუძველზე კი ჩვენი აქტიური მუშაობით, პედაგოგთა და მშობელთა სწორი ინფორმირებულობით, მოსწავლეთა მოტივირებითა და დაინტერესებით, საუკეთესო შედეგებზე გავალთ.“ 

დიდუბე-ჩუღურეთის სკოლის დირექტორთა სათათბიროს კი თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი, გალაქტიონ მინდიაშვილი გაუძღვება, რომელიც პროექტს პირველივე დღიდან გუშემატკივრობს:

„შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართვა თანამედროვეობის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, Izrune.ge კი ერთადერთი ეფექტური გზაა ამ მიზნის მისაღწევად. გასაოცარია, რომ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალის ყველა სიკეთით სარგებლობა სიმბოლურ ფასად, თვეში მხოლოდ 1 ლარადაა შესაძლებელი. ამდენად, მაქსიმალური შედეგებისკენ მივისწრაფვით და გვჯერა, რომ თითოეული მოსწავლისა და მშობლის ჩართულობა წარმატებული განათლების სისტემისა და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის საწინდარი იქნება.“
 
სკოლების დირექტორების სათათბიროში გაწევრიანების სურვილი უკვე არაერთმა დირექტორმა გამოთქვა. სათათბირო ღიაა საქართველოს  ყველა იმ სკოლის დირექტორისთვის, ვისთვისაც მომავალი თაობის განათლება-განვითარებაზე ზრუნვა ცხოვრების კრედოა.

იხილეთ სტატიები ამავე თემაზე:

სკოლის დირექტორთა სათათბირო - ხიდი, რომელიც მშობელსა და სკოლას აკავშირებს

გლდანი-ნაძალადევის სკოლის დირექტორთა სათათბირო შეიქმნა

ისანი-სამგორის სკოლის დირექტორთა სათათბირო მუშაობას შეუდგა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება