მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტომატიტი - არასასიამოვნო მოვლენაა. პირში გაჩენილი ეს მტკივნეული წყლულები ბავშვსა და მშობელს ცხოვრების ჩვეული რიტმიდან რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირა აგდებს. რა უნდა იცოდნენ მშობლებმა სტომატიტზე, რომ ბავშვს მდგომარეობა შეუმსუბუქონ?
სტომატიტის სახეები
ტრავმატული - ასეთი, სტომატიტი ვითარდება მაშინ, თუ ბავშვმა ენაზე ან ტუჩზე იკბინა და ანთება განვითარდა. ტრავმატული წყლულები შესაძლოა ბრეკეტების ხმარების შედეგიც იყოს.
აფტოზური - წყლულები, რომლებიც ჩნდება ბევრი გარემოების გადაკვეთის შედეგად: რკინის ნაკლებობიდან დაწყებული, პირში ბინძური ხელების ჩადებით დამთავრებული.
ქრონიკული სტომატიტი - ორი და მეტჯერ ჩნდება, ხშირად ბავშვის დაბალ იმუნიტეტსა და სისხლში რკინის დაბალ მაჩვენებელზე მეტყველებს.
ჰერპესული - ჰერპესის ვირუსი იწვევს, მძიმედ გადაიტანება, მაგრამ ეფექტურ მკურნალობას ექვემდებარება. იგი ძალიან გადმდებია. ყველაზე ხშირად აწუხებთ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებს.
სიცხე წყლულის დროს
ჰერპესული სტომატიტის დამახასიათებელი თვისებაა - მაღალი ტემპერატურა. მაშინაც კი, თუ წყლული ერთი ან ორია - სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს. აფტოზური სტომატიტის დროს ტემპერატურა არ იმატებს, მაგრამ წყლული ძალიან მტკივნეულია, ბავშვი უარს ამბობს საკვებზე და თავს ცუდად გრძნობს.
მკურნალობა
ჯერ კიდევ 30 წლის წინ სტომატიტს მკურნალობდნენ სპირტის საფუძველზე დამზადებული სხვადასხვა სახის ნაყენებით მათ შორის მეთილენის ლურჯითა და ფუკორცინით. სწორედ ეს ნაყენები არ არის ეფექტური ამ დაავადების სამკურნალოდ. უფრო მეტიც, მას დაავადების დამძიმება გამოიწვიოს.
მედიკამენტების მიღება დამოკიდებულია სტომატიტის სახეობაზე. თუ თქვენ ჰერპესულს წააწყდით, სპეციალურ ანტივირუსულ აბებს გამოგიწერენ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ბავშვისთვის წამლის მიცემას, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდება. აფტოზური და ტრავმატული სტომატიტი ინკურნება გამაყუჩებლითა და სავლებით.
ბავშვისთვის ტკივილის შემსუბუქებაში საბავშვო პირის ღრუს გელები დაგეხმარებათ, რომლებსაც ექიმები კბილების ამოჭრისას ნიშნავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს სტომატიტი, ბავშვი ექიმს უნდა აჩვენოთ. განსაკუთრებით, მაშინ თუ სამი დღის მანძილზე ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.