მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში საჯარო სკოლას გაცილებით უფრო დიდი წილი უკავია, ვიდრე – კერძოს. ქვეყნაში მოქმედი 2 308 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2 085 საჯარო სკოლაა, ხოლო 223 – კერძო. ბოლო 4 წელიწადში საჯარო სკოლების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა, ხოლო კერძო სკოლების რაოდენობა 21 ერთეულით შემცირდა – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
2017-2018 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 575 ათასი იყო, საიდანაც კერძო სკოლებში 57 ათასი სწავლობდა. მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით კერძო სკოლების წილს უმნიშვნელო, მაგრამ მზარდი ტენდენცია აქვს, 2011 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა 8.9% იღებდა განათლებას, 2018 წელს კი – 9.9%.
2010-2011 სასწავლო წელთან შედარებით, 2017-2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში 24 ათასით ნაკლები მოსწავლე სწავლობდა, ხოლო კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 4 ათასით იყო გაზრდილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც