TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

გაეცანით ჩოხატაურის ხევის საჯარო სკოლის ისტორიას
13-09-2018
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლის დირექცია Etaloni.ge-ს სასწავლებლის ისტორიის შესახებ მოკლე ინფორმაციას აწვდის: 

„ხევის სკოლის ისტორია 1896 წლიდან იწყება. იგი 1998 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც საშუალო სკოლა, შემდეგ, კონტიგენტის სიმცირის გამო, საბაზოდ გადაკეთდა. ამჟამად აქ 25 მოსწავლე სწავლობს და მათ განათლებას 15 პედაგოგი ემსახურება, მათ შორის 5-უფროსი მასწავლებლის სტატუსით. სკოლაში მუშაობს პრეზიდენტის სტიპენდიანტი პედაგოგი ლამარა მამალაძე. 

ამ სკოლის აღზრდილები არიან: მათემატიკოსი, დოცენტი ჯემალ ანთიძე; ისტორიკოსი, დოცენტი სოსო ჟღენტი; ლექტორი ქსენია ანთიძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კარლო კალანდაძე; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, აკადემიური პროფესორი, რესპუბლიკის დამსახურებული მეღვინე ლევან უჯმაჯურიძე; ჩოხატაურის რაიაღმასკომის  თავმჯდომარეები გრიგოლ მამალაძე და გური ანთიძე, თბილისის ერთ-ერთი რაიონის რაიაღმასკომის თავმჯდომარე დავით ანთიძე; ჩოხატაურის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი რომან მამალაძე და სხვები.

სკოლის კურსდამთავრებული ხათუნა მამალაძე ირლანდიის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია აღნიშნული სკოლის ყოფილი მოსწავლე ლელა მამალაძე. იგი ამავე სკოლის ყოფილ მოსწავლე თორნიკე მამალაძესთან ერთად სატელევიზიო პროექტ „ეტალონის“ გამარჯვებულია. სატელევიზიო პროექტ „ყველაზე ჭკვიანის“ ერთ-ერთი თამაშის გამარჯვებულია ამავე სკოლის კურსდამთავრებული ცოტნე მამალაძე.    

თავისი არსებობის მანძილზე სკოლას გამოშვებული ჰყავს ათამდე ოქროს მედალოსანი. ამავდროულად, მოგებული აქვს გრანტი. მიღებული თანხით გაკეთდა საბუნებისმეტყველო რესურსცენტრი (საგრანტო პროექტის ავტორი-გეოგრაფიის მასწავლებელი ირინა ანთიძე).  

სკოლის წარმომადგენლები სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას იღებენ. სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რომელიც  არაქართულენოვან სკოლების დახმარებას ითვალისწინებდა, ხევის საჯარო სკოლაში ერთი თვე გამოცდილებას იზიარებდა და პროფესიონალიზმს ხვეწდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ვარტუშა ავაკიანი. ხევის საჯარო სკოლიდან პროექტს ხელმძღვანელობდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგი ქეთევან მამალაძე.    

სკოლამ განახორციელა ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალი-france”-ს მიერ დაფინანსებული და ორგანზაცია „ევროპელი ქალები საქართველოს მომავლისთვის“ მხარდაჭერილი პროექტი-წყლის უსაფრთხოების გეგმა წყალმომარაგების მცირე სისტემისთვის (პროექტის ხელმძღვანელი-მასწავლებელი ქეთევან მამალაძე).       

სკოლა ჩართული იყო საგანმანათლებლო კამპანიაში, რომელიც საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებს ეძღვნებოდა. ამ კამპანიის ფარგლებში მოსწავლეების-ანა, ცოტნე, გიორგი მამალაძეების, მამუკა ჟღენტისა და ბექა მეფარიშვილის ნამუშევარი შეტანილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნში-„ბავშვების თვალით დანახული მრავალფეროვნება“.    

სკოლის კურსდამთავრებულის, დიმიტრი მამალაძის მიერ დახატული და კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარი შეტანილია წიგნში-„ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია“. ყოველწლიურად ტარდება სასკოლო ინტელექტუალური თამაშები „ეტალონის“ ფორმატით; ხორციელდება არაფორმალური განათლება და ფუნქციონირებს შესაბამისი წრეები.     

მოსწავლე ბარბარე კალანდაძემ გასულ სასწავლო წელს მონაწილეობა მიიღო ხატვის ღია კონკურსში-„ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი“, რომელიც ეროვნული ვალუტის კუპიურისთვის ნახატის შექმნას ითვალისწინებდა. მოსწავლე მუშაობდა ხელოვნების მასწავლებელ ლალი მამალაძის ხელმძღვანელობით. მისი ნახატი საუკეთესო ოცეულში მოხვდა. მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატით. მას გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და მიიწვიეს ყვარელში, ფულის მუზეუმში. ნახატი შეტანილია წიგნში „ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში“.    

გასულ სასწავლო წელს მოსწავლეებმა ვახტანგ ანთიძემ და გიორგი მეფარიშვილმა ძიუდოში ჭაბუკთა შორის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღია პირველობაში მონაწილეობა მიიღეს. მათ სხვადასხვა წონით კატეგორიებში მე-2 ადგილი მოიპოვეს, ხოლო ზუგდიდში გამართულ „კოლხეთის თასის“ ოლიმპიადაზე ვახტანგ ანთიძემ ძიუდოში 50 კგ-იან წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი მოიპოვა და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.   

გასულ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლემ მარინა ბრეგუმ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა მიიღო, გაიმარჯვა და მისი ნამუშევარი ჟურნალ „ალმანახში“ დაიბეჭდა. მე-8 კლასის წარჩინებული, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლე ბარბარე კალანდაძე კი ამჟამად სალიბაურის (აჭარა) სახელოვნებო ეკობანაკში ორი კვირით იმყოფება.    

სკოლა ახალი სასწავლო წლის შესახვედრად ღონისძიებას ამზადებს.“- ნათქვამია დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

სახელმწიფომ 205 000 ლარი გამოყო მაგისტრების დასაფინანსებლად - დეტალები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება