პრემიერი: 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასი სამჯერ უნდა გაიზარდოს
14-09-2018
დაკოპირებულია
-
+
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2022 წლისთვის საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელფასი სამჯერ უნდა გაიზრდოს.
ამის შესახებ მან იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარადგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2018-2019 წელს კი, გაზრდილ ხელფასს 10 ათასამდე პედაგოგი მიიღებს.
„ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციაა ამ დიდი პროექტების განსახორციელებლად. განათლების რეფორმაში იქნება ხუთი მიმართულება: ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან სწორედ განათლება ადრეული ასაკიდან აისახება შემდეგ საფეხურებზე. რეფორმირებული სკოლა იქნება ორიენტირებული მოსწავლის პიროვნულ განვითარებზე.
2019 წელს დავიწყებთ 50 სკოლით და ეტაპობრივად მოვახდენთ ჩვენს სკოლებში ახალი მოდელის დანერგვას, 2023 წლისთვის 2000 - ზე მეტ სკოლაში იქნება დანერგილი ახალი მოდელი. ყველა სკოლა საქართველოში უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. გადაიხედება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. პირველ ეტაპზე 2018-2019 წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000 - მდე მასწავლებელი, ხოლო 2022 წლისთვის, საჯარო სკოლებში ჩვენი ამოცანაა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზრდოს სამჯერ.
ძლიერ თანამედროვე სკოლაში აუცილებლად იქნება უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო. ახალი სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც სკოლას მართვის ახალი მოდელით იხელმძღვანელებს“,– აღნიშნა პრემიერმა.