სიახლეები
სიახლეები

სკოლის ცოდნით საუკეთესო მოსწავლეები უმაღლესში რეპეტიტორის გარეშე ჩააბარებენ
28-12-2016
-
+


''სკოლის ცოდნით საუკეთესო მოსწავლეები უმაღლესში რეპეტიტორის გარეშე ჩააბარებენ'' - ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში დასახული მიზნების მასაღწევად აუცილებელია სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე:

''პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში დასახული მიზნების მასაღწევად აუცილებელია სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, ამაღლდეს განათლების ხარისხი, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება. ამ მიზანს მოემსახურება თავისუფალი გაკვეთილები, განახლებული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, სწავლა/სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება. სკოლის ცოდნით საუკეთესო მოსწავლეები უმაღლესში რეპეტიტორის გარეშე ჩააბარებენ.

იმისათვის, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანმრთელი და განვითარდეს ჰარმონიულად სკოლებში მეტი სპორტისა და ხელოვნების გაკვეთილები დაინერგება, სკოლებში ამოქმედდება მრავალფეროვანი სპორტული წრეები, სისტემატურად ჩატარდება შეჯიბრებები.  ამასთან, ყველა მოსწავლეს ექნება ხელოვნების სხვადასხვა დარგში საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. შესაბამისად, სკოლებში ამოქმედდება სახელოვნებო წრეები, ჩატარდება ხელოვნების საინტერესო გაკვეთილები. გაგრძელდება სკოლების მშენებლობა და რემონტი.''


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება