სიახლეები
სიახლეები

პრეზიდენტმა დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა
15-09-2018
-
+


გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიაში – „დავასუფთაოთ მსოფლიო“. 


აქციის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. 


„მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. მე მინდა მადლობა ვუთხრა ესტონელებს, რომლებმაც ათი წლის წინ დაიწყეს ინიციატივა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მადლობა მინდა ვუთხრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი პატრიოტიზმით დღეს ჩვენთან ერთად ალაგებენ და ასუფთავებენ გარემოს. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ჯერ კიდევ დღის დასაწყისია, ბუნებრივია შეიძლება ასეთ აქციას ვერ შეუერთდეთ, მაგრამ საკუთარი სახლის წინ, საკუთარ ეზოს იქნებ ხელი შევავლოთ და ამით გავხადოთ უკეთესი ჩვენი გარემო. მიხარია, რომ ასეთ აქციაში ასე ბევრი მონაწილეობთ, განსაკუთრებით ახალგაზრდობის აქტიურობა მახარებს დღეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 


დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და ამჟამად მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა კი 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას „Let’s Do It World“, რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო – შევინარჩუნოთ სუფთა გარემო. საქართველო ამ კამპანიას 2010 წელს შეურთდა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება