მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.
მიხელ ბატიაშვილმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც განათლების სფეროში დაინერგა.
„პირველ რიგში, მივულოცავ ყველა მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელს, სტუდენტს. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მინდა, წარმატებები ვუსურვო.
წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელი იქნება, რომელიც გულისხმობს რეფორმების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ვიმყოფებით 150-ე სკოლაში, სადაც უახლოეს დღეებში დაიწყება საგაკვეთილო პროცესი ახალი მიდგომით, რომელიც რეფორმაშია ნაგულისხმები. ვფიქრობ, ეს იქნება წარმატებული ნიმუში და ამ მოდელის გავრცელება დაიწყება სხვა სკოლებში. დღეს თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ მეტი ანალიზის, მსჯელობის, გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარება.
ეს ყველაფერი ამას მოემსახურება. საკმაოდ ბევრი სიახლე გველოდება, რომელიც კომპლექსურად ხელს შეუწყობს საქართველოში სკოლების განვითარებას. პროცესი ეტაპობრივად დაიწყება და დაწყებითი კლასებიდან მაღალ კლასებში გავრცელდება...“
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, 1-6 კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სრულიად განახლებულ წიგნებს მიიღებენ.
„შეტანილია ახალი სახელმძღვანელოები, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რაც წონას ეხება. ყოველთვის პრობლემა იყო ბავშვებისთვის ამხელა წონის ჩანთის ტარება. ორჯერ და მეტჯერ არის წონა შემცირებული...
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მანდატურების უფლებების გაფართოების კუთხით. აუცილებელია მათი კვალიფიკაციის გაზრდა მუდმივი გადამზადება და ტრენინგები. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა, პრევენციის კუთხით, უკვე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში. ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანაა, რომ მშობელი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთხოდ, როდესაც მისი შვილი სკოლაში იმყოფება.“ - , – განაცხადა ბატიაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც