მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბჭოთა კავშირში სკოლებში სწავლა 1-ელ სექტემბერს იწყებოდა. მოსწავლეები სკოლაში ბაფთებითა და ყვავილების თაიგულებით მიდიოდნენ. ამ დღეს მეცადინეობა ხშირ შენთხვევაში არ ტარდებოდა. ჩვეულებრივ, პირველ დღეს მასწავლებლები მოსწავლეებს სიახლეების, გაკვეთილების ცხრილს და ახალ პედაგოგებს აცნობდნენ.
1980 წელს სსრკ-ს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით 1-ელი სექტემბერი ოფიციალურ დღესასწაულად - ცოდნის დღედ გამოცხადდა.
პირველ დღეს საბჭოთა მოსწავლეები სკოლაში ფორმით მიდიოდნენ. საზეიმო სკოლის ტანსაცმელს მუქი ფერის კაბა, თეთრი წინსაფარი, კოლგოტი და ფეხსაცმელი წარმოადგენდა. ჩვეულებრივ კი მოსწავლეებს ყავისფერი კაბა ეცვათ და შავი წინსაფარი ეკეთათ.
მას ბავშვები მუდმივად ატარებდნენ: შემოდგომით, ზამთარში და გაზაფხულზე. ამ ტანსაცმელში სციოდათ ზამთარში და სცხელოდათ გაზაფხულზე.
იმისთვის რომ მოსაწყენი ფორმა რაღაცნაირად გაელამაზებინათ, დედები და ბებიები საყელოსა და წინსაფარს ალამაზებდნენ: მათ კერავდნენ მაქმანებისგან, იმპორტირებული გიპიურისგან, ყაისნაღით ქსოვდნენ, იგონებდნენ ფასონებს. გულსაბნევებს აბამდნენ.
ბიჭებს კი ნაცრისფერი სკოლის ფორმა ეცვათ, რომელიც შარვლის, პეანგისა და კოსტუმისგან შედგებოდა. აუცილებელი ატრიბუტი იყო ფართო, დიდბალთიანი ქამარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.