არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბავშვების ყოლაზე უარს შეგნებულად ამბობენ, საზოგადოება კი მსგავს ადამიანებს ხშირად აკრიტიკებს. გამოცემა BrightSide გვთავაზობს 10 მითს ასეთ ადამიანებზე.
1. მითი - „უშვილო ხალხს“ ბავშვები არ უყვართ
ეს მითი ტყუილია. სინამდვილეში უმეტეს მათგანს მოსწონს ბავშვები, ამას კი მოწმობს ის, ფაქტი რომ ზოგიერთი მათგანი მუშაობს მასწავლებლად, ბავშვთა ფსიქოლოგად, ზოგი კი ბავშვებისთვის წიგნებს წერს.
2. მითი - „უშვილო ხალხი“ ცდილობს საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოს და ამის გამო გაერთიანებას ქმნის
სინამდვილეში ისინი არ ეძებენ ახალ მიმდევრებს, და არც საპროტესტო აქციებს აწყობენ აბორტის მხარდასაჭერად. ისინი შეხვედრის დროს უბრალოდ საუბრობენ შინაურ ცხოველებზე, კოსმეტიკაზე, მოგზაურობაზე, ბუნებაზე და ა.შ
რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჯგუფში/გაერთიანებაში არიან რადიკალური შეხედულების ადამიანები, თუმცა, მათი რიცხვი ბევრი არ არის. უმეტესი მათგანი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მეგობრებთან და ნათესავებთანაც კი არ საუბრობს. ისინი მხოლოდ თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ.
3. მითი - „უშვილო ხალხს“ აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამიტომ არ ჰყავთ შვილები
სინამდვილეში კი ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც შვილები არ ჰყავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. უბრალოდ ფიქრობენ, რომ ბავშვები მათ თავისუფლებას შეზღუდავს და სწორედ ამიტომ არ უნდათ რომ ჰყავდეთ შვილები. ზოგი ფიქრობს, რომ შვილების შენახვა მარტივი არ არის, ზოგიც ფიქრობს, რომ უბრალოდ არ იქნება კარგი მშობელი.
4. მითი „უშვილო ხალხი“ ვერ პოულობს პარტნიორს
სინამდვილეში „უშვილო“ ხალხი პოპულარულია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. ისინი ქორწინდებიან კიდეც, თუმცა შეგნებულად არ აჩენენ შვილებს.
5. მითი - ცხოვრების აზრი შვილების ყოლაა, ამიტომ ვისაც შვილები არ ჰყავს მისი ცხოვრება უმიზნოა
არავის შეუძლია ზუსტი პასუხი გასცეს იმას, თუ რა არის ცხოვრების აზრი. რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი შეხედულებაა ამ აზრის შესახებ. ზოგი ადამიანისთვის ცხოვრების აზრი ოჯახის შექმნაა, ზოგისთვის - წარმატებული კარიერა, ზოგისთვის კი სამყაროს გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა.
6. მითი - „უშვილო ხალხს“ სურს კაცობრიობა გადაშენდეს
დედამიწის მოსახლეობა 7,5 მილიარდ ადამიანს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან-წლამდე უშვილო ადამიანების რაოდენობა პროცენტულად იზრდება, ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის, რადგან დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 90% მშობელია.
7. კაცს შეიძლება არ ჰყავდეს შვილი, მაგრამ ქალს უნდა ჰყავდეს, რადგან ეს არაბუნებრივია
ქალების შესახებ უამრავი სტერეოტიპი არსებობს და ბევრს სჯერა, რომ ქალს ერთი შვილი მაინც უნდა ჰყავდეს. კაცს შეუძლია იზრუნოს წარმატებული კარიერის შექმნაზე და არ ჰყავდეს შვილები, ქალი კი ვერ იქნება წარმატებული თუ არ გააჩენს შვილს. მაგრამ შვილის ყოლა ქალის პასუხისმგებლობა არ არის, ეს არის მხოლოდ არჩევანი და ყველა ქალს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს.
8. მითი - „უშვილო ხალხი“ როცა მოხუცდება, სხვისი შვილები იზრუნებენ მათზე
„უშვილო ხალხიც“ უხდის სახელმწიფოს გადასახადებს, სხვა თანამოქალაქეების მსგავსად. ისინიც მუშაობენ და მათაც აქვთ შანსი დაზოგონ ფული სიბერისთვის.
9. მითი - წარსულში არ არსებობდა „უშვილო ხალხი“
უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ წარსულში ადამიანები უფრო შეზღუდულები იყვნენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. მათ არ ჰქონდათ არჩევანი მკაცრი რელიგიური წესების გამო. სინამდვილეში მათ რა სურდათ, ვერ გამოხატავდნენ.
10. მითი - „უშვილობა“ სამუდამოა
ეს მითიც ტყუილია, რადგან ადამიანები იცვლებიან, ცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებებს და ვერავინ იტყვის რომ მათ ვისაც ახლა შვილები არ ჰყავთ, მომავალშიც არ ეყოლებათ.