სკოლები, რომლებიც სწავლას 24 სექტემბერს იწყებენ - რა გახდა დაგვიანების მიზეზი
21-09-2018
დაკოპირებულია
-
+
2018-2019 სასწავლო წელი კერძო და საჯარო სკოლების უმრავლესობაში 17 სექტემბერს დაიწყო, თუმცა რამდენიმე სკოლამ მოსწავლეების მიღება ჯერ კიდევ ვერ შეძლო.
როგორც Etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ოთხმა საჯარო და ხუთმა კერძო სკოლამ სწავლის დაწყების თარიღად 24 სექტემბერი გამოაცხადა.
საკარო სკოლები:
1. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლა;
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა;
3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლა;
4. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას საჯარო სკოლა;
კერძო სკოლები:
1. წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა;
2. ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია;
3. წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა;
4. ,,იუჯი სკოლა“;
5. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა. Etaloni.ge-ს ინფორმაციით, სკოლებში სწავლის განახლების დაგვიანების მიზეზი მიმდინარე რემონტია.