მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საზოგადოება ხშირად კამათობს სჭირდება თუ არა სკოლის მოსწავლეს სასკოლო ფორმა.
მომხრეების არგუმენტები არის ის, რომ ფორმა მოსწავლეს საშუალებას აძლევს სოციალური მდგომარეობის მიუხედავად სხვებისგან არ გამოირჩეოდეს და ასევე, ბავშვს სასწავლო პროცესის დროს სხვების ჩაცმულობაზე ყურადღება არ ეფანტება.
სკოლის ფორმის მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ სპეციალური ტანსაცმელი ბავშვს ჩარჩოებში სვამს, მშობლებს კი ასეთი სამოსის შესაძენად ზედმეტის გადახდა უწევთ.
etaloni.ge გთავაზობთ მოკლე ისტორიულ მიმოხილვას როდის გაჩნდა სასკოლო ფორმა და როგორ გამოიყურებოდა ის.
როდის გაჩნდა სკოლის ფორმა
სკოლის ფორმის „დაბადების დღის“ განსაზღვრა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან პირველი სკოლები ჩვ.წ.აღ-მდე გაჩნდა. უკვე ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით III ათასი წლის წინ შუამდინარეთის ბევრი ქალაქის ტაძრებში სკოლები იყო მოწყობილი.
სპეციალური ფორმა სკოლის მოსწავლეებს არ ჰქონდათ, მათ უნდა ჩაეცვათ ისე როგორ მომავალ მწიგნობრებს: მოკლე ხიტონი (ერთგვარი პერანგი), ტყავის აბჯარი და ქლამიდი (ერთგვარი ლაბადა).
ასეთ ფორმას ათასობით წლის განმავლობაში ატარებდნენ ახალგაზრდები, რომლებიც მეცნიერებებს სწავლობდნენ. მაგრამ, ჯერ კიდევ მაშინ, განმასხვავებელი ნიშნები გაჩნდა.
მაგალითად, ძველ საბერძნეთში არისტოტელეს მოწაფეები სპეციალური აღმოსავლური კვანძით იკრავდნენ ჰასლტუხებს და მარცხენა მხარზე გადააგდებულ თეთრ ტოგებს ატარებდნენ.
ძველი ინდოელები სწავლობდნენ ე.წ „ოჯახურ სკოლებში“. მოსწავლეები ცხოვრობდნენ მამა-მასწავლებელის სახლში. მეცადინეობებზე კი მიდოდნენ დჰოტი კურტათი - ასე ეძახდნენ სამოსს რომელიც ორი ელემენტისგან შედგებოდა.
ქვედატანზე სქელ ნაჭერს იხვევდნენ, ზედატანზე კი პერანგი ეცვათ, რომელიც სხვადასხვა კასტაში განსხვავებული ფერის იყო. ბუდიზმის განვითარებასთან ერთად I-VI საუკუნეებში დჰოტი კურტა კურტით და პაჯამით (გრძელი პერანგი და ფართე შერვალი) შეიცვალა.
რა ბედი ეწია ფორმას შუა საუკუნეებში
შუასაუკუნეებში ევროპაში, განათლებისთვის „ბნელი“ ხანა დადგა. ინსტიტუტები და სკოლები ფაქტობრივად განადგურდა. ასეთ ბედს მხოლოდ მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი საეკლესიო სკოლები გადაურჩა. იმ დროს სკოლის ფორმას ჩვეულებრივი სამონასტრო ტანსაცმელი წარმოადგენდა.
აღნიშნული პერიოდის შემდეგ პირველად სკოლის ფორმა ინგლისში შემოიღეს. 1552 წელს Christ’sHospital გაჩნდა - სკოლები ობლებისთვის და ღარიბი ოჯახების შვილებისთვის. მოსწავლებისთვის სპეციალურ კოსტუმებს კერავდნენ, რომელიც მუქი ლურჯი ქურთუკისგან, ტყავის ქამრისგან და მოკლე შარვლისგან შედგებოდა. ეს ფორმა დღემდე არსებობს, მაგრამ დღეს მას დიდი ბრიტანეთის მომავალი ელიტა ატარებს.
დღეს, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის, დიდი ბრიტანეთში ფორმა ელიტარულობის სიმბოლოა. იგი ნატურალური მასალისგან იკერება, ამასთან ფასონი კონკრეტული სკოლისა და უნივერსიტეტისთვის იქმნება.
იმ ქვეყნებში კი, სადაც სახელმწიფო მმართველობის ტოტალური რეჟიმია (სირია, ჩრდილოეთ კორეა) ან სუსტი ეკონომიკა აქვს (კენია და ნიგერიაა) სკოლებისთვის ფორმა მკაცრად რეგლამენტირებულია, შეკერილია იაფფასიანი ნაჭრით და საზოგადოებაში კლასობრივი განსხვავების წაშლას ემსახურება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.