სიახლეები
საინტერესო

არ ეჩხუბოთ პატარა ვერძს, არ შეეწინააღმდეგოთ ლომს: სახალისო ჰოროსკოპი მშობლებისთვის
26-09-2018
-
+


ვერძი - ამბიციური

ვერძის მთავარი მახასიათებელია - სიჯიუტე. იგი ძალიან შეუპოვარია სასურველის მიღწევის გზაზე. ასე რომ არ ღირს ვეჩხუბოთ პატარა ვერძს იმისთვის რომ იგი ყველას ეუბნება რომ საუკეთესოა. რადგან მართლაც ასე ფიქრობს.

კურო - ყაირათიანი

კუროებმა იციან, თუ რა უნდათ და ისიც იციან, როგორ მიიღონ სასურველი მინიმალური დანახარჯებით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ბავშვებმა, ადრეული ასაკიდან იციან, რომ ცხოვრებამ სიამოვნება უნდა მოუტანოთ. ასე რომ თოვლის ბაბუისთვის საჩუქრების სიას დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ამზადებენ და მისი არსებობის შესახებ კი 25 წლამდე სჯერათ.

ტყუპები - მოძრავი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვი ძნელია ერთ ადგილზე დასვათ. სანამ თქვენ საუბრისთვის სიტყვებს შეარჩევთ, ტყუპები უამრავ საქმეს მოასწრებს - ფეისბუქის სტატუსის განახლებიდან დაწყებული ახალი რომანის სათაურის დაწერით დამთავრებული.

კირჩხიბი - ცვალებადი

პატარა კირჩხიბს ხასიათი ხშირად ეცვლება. მის ცვალებად ხასიათთან შეგუება და მორგება მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მობეზრდება და მოიწყენს. იგი ცივსისხლიანია, რაც საშუალებას აძლევს ისტერიკა მოგიწყთ და თან ცალი თვალით დააკვირდეს თქვენს რეაქციას. 

ლომი - მთავარი

ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც პატარა ლომს უნდა. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ, ცდებით. ვერძისგან განსხვავებით, რომელთან გარიგებაც შესაძელბელია, ლომზე არაფერი მოქმედებს. ამასთან, თუ მისი ხასიათის წინააღმდეგ წახვალთ, წააგებთ, რადგან ყველაფერს დაიმახსოვრებს და პირველივე შემთხვავაში სამაგიეროს გადაგიხდით.

ქალწული - ორგანიზებული

მოუმზადებელი მშობლისთვის პატარა ქალწული მუდოს ჰგავს. მაგრამ ასეთ პედანტურ, პასუხისმგებლიან და ადეკვატურ ბავშვს შეგიძლიათ ოჯახის ბიუჯეტი, შვებულების დაგეგმვა და რამდენიმე უმცროსი ძმაც კი ანდოთ.

სასწორი - გულწრფელი

სასწორები ყოველთვის სწორი გადაწყვეტილების მიღების ძებნაში არიან, რითიც გარშემომყოფებს გაურკვევლობაში აგდებენ. ასევე მათ არ უყვართ ცვლილებები: თუ გარკვეულ დღეს რაიმე წრეზზე დაგყავთ, ნურაფერს შეცვლით. სასწორების კიდევ ერთი თვისება რომელიც ხშირად გაოცებას იწყევს - ზღვარგადასული გულწრფელობაა: პატარა სასწორი მარტივად გეტყვით სრულიად არასასიამოვნო რამეს და გულწრფელად გაოცდება, რატომ განაწყენდით ამაზე.

მორიელი: ქარიზმატული

პატარა მორიელს იმდენად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და სასურველის მიღება, რომ შესაძლოა ამისთვის ყველაზე დახვეწილი მეთოდები გამოიყენოს. მოკლედ რომ ვთქვათ, იგი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, ამასთან მშობლები დარწმუნებულნი არიან, რომ სიტუაციას ისინი მართავენ.

მშვილდოსანი - იმპულსური

მშვილდოსანი მარტივად შეგიყვარდებათ, მაგრამ თავად საკუთარ პოპულარობას მშვიდად უდგება. მას სარისკო საქმიანობა არ შეაჩერებს, თუ იგი თავში მოუვიდა. დაიმახსოვრეთ: მშვილდოსანი არ იტყუება, არამედ ფანტაზიორობს, წესრიგს არ არღვევს, არამედ სამყაროს მრავალფეროვნებას შეიმეცნებს, დედა მწყობრიდან არ გამოჰყავს, არამედ ახალ ჰორიზონტებს იპყრობს. 

თხის რქა - პრაქტიკული

პატარა თხის რქა სამართლიანობისკენ ისწრაფის. განაწყენებული თხის რქა კი სახიფათოა - არ დაწყნარდება სანამ სიმეტრიულად არ გიპასუხებთ. უყვარს ნათელი და გასაგები წესები და საზღვრები და ვერ იტანს ქაოსსა და უაზრობას. 

მერწყული - სიცოცხლისურარიანი

მერწყულს უყვას სხვებისგან გამოირჩეოდეს, ამიტომ მუდმივად ეძებს უჩვეულო ტანსაცმელს. ის ყოველთვის კმაყოფილია ცხოვრებით და ახლობლებს საცირკო ტრუკების შერულებას არ სთხოვს. იმისთვის რომ პატარა მერწყულის ყურადღება მიიპყროთ: საკმარისია დაიწყოთ საუბარი სიტყვებით : „იყო და არა იყო რა... “

თევზები: მეოცნებე

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ბავშვები, მსოფლიოს დაპყრობის გეგმებს აწყობენ. ამასთან მას ცვლილებები  და გადაწყვეტილებების მიღება არ უყვარს. თუ თევზები რაიმეში არ გეთანხმებათ ან რაიმეს გაკეთება არ უყვარს, არ დააძალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავში ჩაიკეტება. უკეთესია მასან ერთად განიხილოთ, მსოფლიოს დაპყრობის საქმეში რაიმე ახალი იდეა ხომ არ მოუვიდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება