სიახლეები
საინტერესო

როგორ შეიქმნა Kinder? - ყველაზე პოპულარული ტკბილეული მსოფლიოში
26-09-2018
-
+


ჩვენი ბავშვობა არაფერი იყო ერთი ბიჭის გარეშე. ამ ბიჭს თეთრი, ქათქათა კბილები ჰქონდა და ჭიქა რძესთან ერთად გამოსახული იყო გარეკანზე, რომელიც წითელ ქაღალდში გახვეულ შოკოლადებს ფარავდა. 

წლები გავიდა. ბიჭი გაიზარდა, მასთან ერთად ჩვენც, მაგრამ თეთრ-წითელ ქაღალდში გახვეული შოკოლადები სამუდამოდ დარჩა. და ასე იქნება მანამ, სანამ არსებობენ ბავშვები და ადამიანები ბავშვური გულით. 

ცნობილ კონდიტერს, მაიკლ ფერეროს, რომელიც სამართლიანად ითვლება ტკბილეულობის მეფედ, ერთი სანუკვარი ოცნება ჰქონდა. მისი ოცნება მაშინ ასრულდა, როცა მან გადაწყვიტა, რომ შეექმნა შოკოლადი ყველა ასაკის ადამიანისთვის და პირველ რიგში, ბავშვებისთვის. 

პირველად იყო ქინდერი... 

ქინდერ შოკოლადი (გერმანულად Kinder - „ბავშვები“) ცნობილი საკონდიტრო კომპანია „ფერეროს“ პროდუქტია. პირველად ქინდერი 1967 წელს შეიქმნა გერმანიაში, ფრანკფურტში, მხოლოდ გერმანული ბაზრისთვის. ერთი წლის შემდეგ კი შოკოლადი იტალიაში და ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში იყიდებოდა. 



მეორედ იყო ქინდერ სიურპრიზი... 

ქინდერ სიურპრიზი 1974 წელს შეიქმნა. მის შემქმნელებად მაიკლ ფერერო და უილიამ სალისი გვევლინებიან. კვერცხის ფორმის შოკოლადი პირველად იტალიაში შეიქმნა. ინსპირაცია იტალიური აღდგომის დღესასწაული იყო, რომლის დროსაც უფროსები პატარებს შოკოლადის კვერცხებს ჩუქნიან, რომლებშიც სათამაშოებია ჩამალული. 

ქინდერ სიურპრიზის ყოველი კვერცხი შემოსაზღვრულია შოკოლადით და გაფორმებულია ტკბილი რძის კრემით. შოკოლადის შუაგულში პლასტმასის ყვითელი კაფსულაა მოთავსებული, რომელიც კვერცხის გულის ალუზიას იწვევს. თითოეულ კაფსულაში სხვადასხვა სათამაშოა დამალული. ამბობენ, რომ ქინდერ სიურპრიზი კოლექციონერების საყვარელი შოკოლადია... 



სათამაშოები სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ხვდება კვერცხში და სწორედ ეს განაპირობებს მათ მრავალფეროვნებას.  

1974 წლიდან მოყოლებული მსოფლიოში ქინდერ სიურპრიზის 30 მილიარდზე მეტი კვერცხი გაიყიდა. 

ქინდერ შოკოლადისა და ქინდერ სიურპრიზის გარდა „ფერერომ“ ქინდერ ბუენო (თეთრი, შავი და ყავისფერი შოკოლადით), ქინდერ ჩოკო ბონსი და ქინდერ მინი გამოუშვა. 

ქინდერის თითოეული შოკოლადი მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს შეიცავს. ქინდერის ოფიციალურ ვებგვერდზე თითოეული შოკოლადის შემცველი ინგრედიენტების შესახებ ვრცელი ინფორმაციაა მოცემული, რომლის ნახვაც თითოეულ მსურველს შეუძლია. 



შეიძლება ითქვას, რომ 1967 წელს ახალი წერა დაიწყო - ერა ქინდერ შოკოლადების, რომელმაც მთელი მსოფლიოს გული, სული და გონება დაიპყრო. 

და სულ იქნება ქინდერი... 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება