მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, პირველ კლასში მოსწავლის მიღების ასაკის ხისტად გახანგრძლივება პრობლემებს შექმნის.
მისი თქმით, დღეს არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურა დაწყებით კლასებში დამატებით 15-20 ათასი ბავშვის მიღების შესაძლებლობას არ იძლევა.
„სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკაა - უმეტეს ქვეყნებში სასწავლო წლის დაწყების ასაკი 6 წელია. თუმცა, მათგან უმრავლესობაში საგამონაკლისო წესებია. დღეს ჩვენ ხისტად, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და სასკოლო ასაკი გავახანგრძლივოთ, ერთი მხრივ, პრობლემები შეგვექმნება სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, დღეს არსებული სასკოლო ინფრასტრუქტურა არ მოგვცემს საშულებას, დაწყებით კლასებში დამატებით 15 და 20 ათასი ბავშვი მივიღოთ“, - აღნიშნა ჯაშმა.
აღნიშნულით მარიამ ჯაში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენადი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.
გენადი მარგველაშვილის ინფორმაციით, საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებები იგეგმება. მისი ცნობით, შესაძლოა, განხილული იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე – პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.
მოქმედი კანონით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც