მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კარგად განათლებულ საზოგადოებას მსოფლიოს გაუმჯობესებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
ამის შესახებ მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის ცნობით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რომ განათლების სისტემა განავითაროს.
„ჩვენთვის დიდი პატივია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომის მასპინძლობა საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. დიდ პატივს ვცემთ ყველა დიდ ღირებულებას, რომელსაც ევროპის საბჭო ეფუძნება. ჩვენთვის უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს განათლების, კულტურის, მედიის და მეცნიერების პოპულარიზაცია.
ვამაყობთ ჩვენი კულტურით და მისი ისტორიით. ჩვენი მიზანი არის, რომ მეგობრებს გავაცნოთ საკუთარი კულტურა. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ განვავითაროთ განათლების სისტემა. გვჯერა, რომ კარგად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია, დიდი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს გაუმჯობესებაში. ქვეყნები ერთმანეთს უნდა ეჯიბრებოდნენ არა ძალით, არამედ უკეთესი საგანმანათლებლო სისტემითა და თუ კულტურით. ამ შემთხვევში, სამყარო იქნება ბევრად განვითარებული“,-აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმითვე, მიუხედავად გამოწვევებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციისა, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი ქვეყანა პროგრესირებს, ვითარდება და ჩვენ წინა რიგებში ვდგავართ არა მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, არამედ ეკონომიკური სისტემის გაძლიერების კუთხით. ძალიან ვამაყობთ ამ მიღწევებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეფებოფობია თინეიჯერების შიშს ნიშნავს - იცით რა ქვია ბავშვების, სკოლის, საუბრის ან სწავლის შიშს?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც