„მაღალი კონკურენციაა და მოსწავლეებს გამარჯვების ამბიცია აქვთ“ - „ეტალონის“ 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ცაგერში ჩატარდა
საქართველოს ეროვნულ-ინტელექტ ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები დაიწყო.ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში სკოლების მოსწავლეები, რომელთაც წარმატებისა და გამარჯვების ამბიცია აქვთ, „ეტალონის“ შესარჩევ ტურში ერთვებიან, რათა შემდეგ ამ ტიტულის მოსაპოვებლად II ეტაპში მონაწილეობა მიიღონ.
25 სექტემბერს I ეტაპის ტესტირება ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 3 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დიდი სამზადისია დაწყებული, რომელშიც საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.
Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე:ტესტირებამ მოწესრიგებულ გარემოში ჩაიარა. კერძოდ, ობიექტურობა დაცული იყო, დირექტორი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა, რომ სიმშვიდე და სიწყნარე ყოფილიყო და ბავშვებს ტესტირება თავისუფალ გარემოში გაევლოთ. აღნიშნულის ორგანიზება მაღალ დონეზე შესრულდა. ყველა კმაყოფილი დარჩა და ჩვენი ინფორმაციით, რომელიც სხვა სკოლებიდან მივიღეთ, ყველგან ანალოგიური სიტუაცია იყო. უნდა აღვნიშნო, რომ ტესტირებამ გასულ წელზე მოწესრიგებულად ჩაიარა, რაც ამ პროექტის მუდმივ განვითარებას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ჩართულობას, ჩვენ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების დიდი გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად, დიდი აქტივობა იყო. ამ ეტაპზე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებისთვის ვემზადებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ხარისხიანად ჩატარდება. მოსწავლეები და სკოლები ძალიან მოტივირებულნი არიან და ინტელექტუალური მომზადების დონეც აშკარად მაღალია. ასე, რომ ველოდებით ძალიან კარგ ღონისძიებას.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი გოგი კვირიკაშვილი: სამწუხარდ, თავად ტესტირების პროცესს ვერ დავესწარი, თუმცა, სკოლებიდან ინფორმაცია მომაწოდეს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რესურსცენტრთანაც სისტემატური ურთიერთობა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველაფერი მოწესრიგებულია. მოსწავლეები მოტივირებულები არიან და მუნიციპალურ ტურზე საუკეთესო შედეგის მოლოდინი გვაქვს. რა თქმა უნდა, კონკურენცია არსებობს. თავს არ შევიქებ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი ბავშვები გვყავს. ეს წინა ღონისძიებებშიც გამოვლინდა-რესპუბლიკურ ტურებში ორი გამარჯვებული ჩვენგან იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა, მუნიციპალური ტურისთვის დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით. სკოლები ძალიან აქტიურები არიან, მოსწავლეები კი განსაკუთრებულად მომზდებულნი. ღონისძიებასთან დაკავშირებით რესურსცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა მქონდა, სადაც ყველა საკითხი დეტალურად გავიარეთ და ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესად ჩავატარებთ, ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონტაქტი გვაქვს, მერია გვერდში გვიდგას. შესაძლოა, ამ ღონისძიებაში საკრებულოს თავმჯდომარე, რეგიონის ხელმძღვანელობა და გუბერნატორიც ჩაერთნონ.
ნასპერის საჯარო სკოლა, დირექტორი მელორ ახვლედიანი: ტესტირებამ მშვიდ გარემოში, ხარვეზების გარეშე ჩაიარა. მოსწავლეები პროცესში დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაებნენ. აღნიშნული იმდენად საინტერესოდ ჩატარდა, რომ ჩვენ-დირექციასა და პედაგოგებსაც მონაწილეობის მიღება მოგვინდა. ღონისძიებისთვის ვემზადებით და მონაწილეებს, მასწავლებლებთან ერთად, შემდეგ ტურებში გადასვლის მოლოდინი აქვთ.
ნასპერის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მერაბ ახვლედიანი: ჩვენი სკოლიდან ტესტირება სამმა მოსწავლემ გაიარა, მათგან ორმა განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. მოსწავლეებს გამარჯვების სურვილი და ამბიცია აქვთ, ხოლო სკოლა საგულშემატკივროდ მზად არის.
ორბელის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მაია კვენეტაძე:მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს და ჩვენგან მონაწილეობა 16-მა მოსწავლემ (მე-8 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით) მიიღო. როცა მოწაფეებმა გაიგეს, რომ „ეტალონის“ შესარჩევი ტესტირებები დაიწყო, ძალიან აღფრთოვანდნენ და მონაწილეობის მიღების დიდი სურვილი გამოხატეს. რაც შეეხება მეორე ეტაპის ღონისძიებას, მოსწავლეებს იმედი აქვთ, რომ აქაც კარგი შედეგები ექნებათ და ფინალშიც იასპარეზებენ.
ტვიშის საჯარო სკოლა, დირექტორი დარეჯან ლაკვეხელიანი:ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა. სულ 8 მოსწავლე დაესწრო და არანაირი ხარვეზი არ ყოფილა. მეორე ტურზე სკოლა აპირებს მათ უგულშემატკივროს.
ტვიშის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ანა ლაჭყეპიანი:ტესტირებაში მონაწილეობა ჩვენი სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო. მათ პროექტი საოცრად მოსწონთ. მეორე ეტაპზე სულ 6 მოწაფე გადავიდა, რომელთაგან ორს ფინალში მოხვედრის განსაკუთრებით მაღალი მოტივაცია აქვთ. პროექტი მოსწავლეებს სწავლისა და გამარჯვების სურვილს უღვივებს.
ლაილაშის საჯარო სკოლა, დირექტორი ალექსანდრე გიორგობიანი:ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა- მოსწავლეებმა მაღალი ქულები მიიღეს. შესაბამისად, მეორე ტურისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. ჩვენ სკოლაში 2016-17 სასწავლო წლის საქართველოს „ეტალონი“ მოსწავლე გვყავს, შესაბამისად, უფრო მეტად ვეცდებით, რომ იგივე შედეგი გვქონდეს.
მახაშის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაურ სილაგაძე:რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტესტირებამ სრულყოფილად და საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეების მხრიდან გამარჯვების სურვილი იგრძნობა. პროექტში მონაწილეობას პირველად ვიღებთ, თუმცა უკვე იმდენად შთამბეჭდავია, რომ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ.
მახაშის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ლაცულიანი: ტესტირება ოთხმა მოსწავლემ გაიარა, რომელთაც მაღალი მოტივაცია და ინტერესი აჩვენეს. ჩვენ წელს პირველად ვმონაწილეობთ და იმავეს მომავალ წელსაც ვაპირებთ. მოსწავლეებს იმედი აქვთ რომ გაიმარჯვებენ. პროექტი მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს - ამით მოსწავლეებს მეტად განვითარების მოტივაცია ეძლევათ.
ორბელის საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ბურჯალიანი:ტესტირებამ უხარვეზოდ ჩაიარა - ყველაფერი სრულყოფილად ჩატარდა. მოსწავლეებიც ძალიან მოტივირებულნი გახლდნენ. მათ საკუთარი თავის მიმართ მაღალი მოლოდინი აქვთ და ეს ძალიან კარგია.
ლაცორიის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაურ გოლეთიანი:ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა- ყველა წესი დაცული გახლდათ. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამ მხრივ რაიონის ჩემპიონი ნინო სილაგაძე გახდა. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია, რომ ეს კვლავ განმეორდეს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ
Facebook-ზე ან შეავსოთ
სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები