„ზრუნვით იქმნება ქვეყნის მომავალი“ - თბილისის N167 საჯარო სკოლა izrune.ge-ს თანამებრძოლია
26-09-2018
დაკოპირებულია
-
+
იქ, სადაც ქვეყნის განათლებული მომავალი იზრდება და ყალიბდება წარმატებისკენ სწრაფვა Izrune.ge-ს გარეშე წარნმოუდგენელი გახდა.
იქ, სადაც ლიდერი დირექტორი, გამოცდილი პედაგოგები და აქტიური მშობლები ახალგაზრდების განათლებასა და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ, მთავარი დამაკავშირებელი ხიდი Izrune.ge და ამ შემთხვევაში, თბილისის N167 საჯარო სკოლაა.
ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის ყველა სიკეთისა და მთავარი ღირებულების შესახებ წარმატებულმა სკოლამ დღეს თავად პროექტის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილისაგან შეიტყო.
მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად, პირდაპირ რეჟიმში იზრუნეს ინდივიდუალური ტესტების გავლამ კი აუდიტორიის აღტაცება და დიდი ჩართულობა გამოიწვია.
თბილისის N167 საჯარო სკოლის გამორჩეულმა მენეჯერმა, ელენე ფუტკარაძემ დამსწრეებს გასაოცარი მუხტი და ინოვაციებისთვის ფეხის აწყობის სურვილი გაუზიარა:
„ზრუნვით იქმნება ქვეყნის მომავალი და ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება, ჩვენ ახალგაზრდებში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება და თანამედროვე სამყაროსთვის ინტელექტუალური კონკურეციის გაწევა სწორედ Izrune.ge-სა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი,“- აღნიშნა დირექტორმა.
ემოციურ და შთაბეჭდილებებით დატვითულ შეხვედრას უპრეცენდენტო ინივიატივის გაჟღერებამ წინსვლის კიდევ უფრო დიდი სტიმული მისცა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.
„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს.
Izrune.ge გამორჩეულ სკოლებში სტუმრობასა და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.