მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება.
აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას აკრძალავს. მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პაკეტებს წარმოება, იმპორტი და გაყიდვა იქნება დაშვებული.
მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.
ზიანი პოლიეთილენისგან
პოიეთილენის პარკების წარმოება აშშ-ი 1957 წელს დაიწყეს. სუპერმარკეტებში კი ისინი 20 წლის შემდეგ 1977 წელს გამოჩნდა. 2002 წლისთვის მსოფლიოში გამოშვებული პოლიეთილენის პარკების საერთო მოცულობამ წელიწადში 4-დან 5 ტრილიონი ცალი შეადგინა. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დღეს ეს ციფრი ბევრად უფრო დიდია.
ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მონაცემებით, ოკეანეში ყოველწლიურად 6 მლნ. 300 ათასი ტონა ნაგავი იყრება, რომლის დიდი ნაწილი პლასტიკია. ეს კი 1 მლნ ჩიტის, 100 ათასი წყლის ძუძუმწოვრისა და უზარმაზარი რაოდენობის თევზის დახოცვას იწვევს.
აღსანიშნავია, რომ საშუალოდ პოლიეთილენის ტომარა ბუნებაში 450 წლის მანძილზე იხრწნება.
ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, ბევრ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია აკრძალეს პოლიეთილების პარკების გამოყენება.
როგორ ებრძვიან მსოფლიოში ცელოფანს
დანია: აქ 1994 წელს პოლიეთილენის პაკეტების უფასოდ გაცემაზე გადასახადი დააწესეს. ამის შემდეგ მასზე მოთხოვნა 90%-ით შემცირდა.
გერმანია. პაკეტების უტილიზაციის საფასურს მომხმარებელი იხდის, შეგროვებასა და მეორად გადამუშავებაზე კი გამყიდველი და გამავრცელებელია პასუხისმგებელი.
ირლანდია. აქ ნაჭრის მრავალჯერად ჩანთებს იყენებენ.
აშშ. პოლიეთილენის პაკეტებს არ იყენებენ სან-ფრანცისკოსა და ჰავაის შტატში.
სინგაპური, ბანგლადეში, ტაივანი. პოლიეთილენის ტომრები სრულად აკრძალულია. ამის მიზეზი გახდა პლასტიკით კანალიზაციის გაჭედვა და მდინარეების არხების გადაკეტვა.
ტანზანია. ამ ქვეყანაში პლასტსმასის პაკეტების წარმოებისთვის, იმპორტისა და გაყიდვისთვის 2000 დოლარით აჯარიმებენ ან ერთი წლით ციხეში სვამენ.
ავსტრალია. ამ კონტინენტის ხელისუფლებამ პოლიეთილენის პარკები ჯერ კიდევ 2004 წელს აკრძალა.
ინგლისი. აქ მოსახელობა 2004 წლიდან პურისთვის ბიოდეგრადირებად პაკეტებს იყენებს. ეს მასალა ნახშირორჟანგად და წყლად იშლება.
ფინეთი. ამ წამყვან ქვეყანაში მაღაზიებში პასტსმასის გადასამუშავებელი აპარატები დგას.
ჩინეთი. 2008 წლის 1-ელი ივნისიდან აკრძალულია 0.025 მმ-ზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის ჩანთების წარმოება, გაყიდვა და გამოყენება.
იტალია. 2011 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში აკრძალულია პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება. მათ ნაცვლად იყენებენ მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებს ან ბიოპაკეტებს.
ბელგია: 2016 წლის 1-ელი სექტემბრიდან ბრიუსელის ყველა სავაჭრო წერტილში ერთჯერადი პლასტიკის პარკების გავრცელებმა აკრძალულია. ამასთან, ბრიუსელი პირველი ქალაქი არ არის, სადაც ცელოფნები აკრძალეს. 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან მსგავსი აკრძალვა მოქმედებს ვალონიაში - რეგიონში, რომელიც ბელგიის ხუთ სამხრეთ პროვინციას აერთიანებს.
რუანდა. ქვეყნის მაღაზიებში პოლიეთილების პაკეტების გაცემა აკრძალეს. ადგილობრივი პოლიცია კი ქუჩაში აჩერებს მათ, ვინც ცელოფნით გავლას გაბედავს. ზოგიერთ სუპერმარკეტს, რომლებმაც სცადეს კანონისთვის თავი აერიდებინათ, სავაჭრო ლიცენზია ჩამოართვეს.
ინდოეთი. ახალი კანონის თანამად, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც პოლიეთილენის პარკს გამოიყენებს, შესაძლოა 7 წლით ციხეში ჩასვან ან ჯარიმა გამოუწერონ, რომლის ოდენობამ შესაძლოა 100000 რუპია შეადგინოს, რაც 2000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტურია. ეს აკრძალვა სამხრეთ აფრიკის მაგალითზე შემოიღეს.
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს რომ ცელოფნებს მრავალჯერადი ჩანთები და ბიოპაკეტები ანაცვლეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო