„ვისურვებდით, „ეტალონი“ სატელევიზიო ფორმატშიც დაბრუნდეს“- დედოფლისწყაროში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ამაღელვებელი პერიოდი დადგა, რადგან საქართველოს საჯარო სკოლებში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები დაიწყო. „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის დასაუფლებლად მონაწილეები თავბრუდამხვევ კონკურსში უკვე აქტიურად ჩაებნენ.
26 სექტემბერს I ეტაპის ტესტირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი 10 ოქტომბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.
Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი:ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. პედაგოგებიც მომზადებულნი იყვნენ, რადგან პირველად არ ატარებდნენ. მე პირადად პროცესს ორ სკოლაში დავესწარი და აღვნიშნავ, რომ ყველაფერი ორგანიზებული გახლდათ. მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და სიამოვნებით იმუშავეს. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ნიჭისა და ცოდნის გაღრმავების წახალისებისთვის ძალიან კარგია. ბავშვებს მეტი სწავლისა და მისი გამომჟღავნების მოტივაცია უჩნდებათ. მეორე ტურში სკოლები საკუთარი გუნდების გულშემატკივრები იქნებიან და როგორც ვიცი, ტრაფარეტებს ამზადებენ. ვფიქრობთ, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ამ ტურში საკმაოდ ბევრი მონაწილე იქნება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი თამარ თამაზაშვილი:მეორე ტური პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდება და ღონისძიებისთვის უკვე აქტიურად ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი საუკეთესო პროექტია, რომელიც ბავშვების განათლებასა და მოტივაციას უწყობს ხელს.
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ეთერ ოთარაშვილი:ტესტირებამ ბრწყინვალედ ჩაიარა. მოსწავლეების მოტივაცია მაღალია და მათ შედეგების მიღებამდე აინტერესებდათ უკვე პასუხები. ყველას გამარჯვება სურს. გასულ წელთან შედარებით წელს უფრო მეტმა მოისურვა მონაწილეობა. მეორე, რაიონული ტური ჩვენ სკოლაში ჩატარდება და ყველას ვუგულშემატკივრებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურში ჩვენი მოსწავლე გაიმარჯვებს.
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირინე თეთვაძე:ტესტირება ორგანიზებულად მიმდინარეობდა. ბავშვები ძალიან აქტიურობდნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინი გამართლდა. მეორე ტურისთვის მონაწილეებს უკვე ჩვენი პედაგოგებიც კი დაეხმარებიან - მათ აუცილებლად ვამეცადინებთ, რომ უფრო მომზადებულნი იყვნენ.
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი იაკობიშვილ-ჩერქეზიშვილი:წინა წლებთან შედარებით ახლა ძალიან მაღალი აქტივობა იყო. მიუხედავად ამისა, ტესტირება ორგანიზებულად ჩატარდა და საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. რაც მთავარია, მოსწავლეებს მაღალი მოტივაცია აქვთ. მეორე ტურისთვის და მონაწილეთა გულშემატკივრობისთვის აქტიურად ვემზადებით. აღნიშნულში თვითმმართველობა და მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ია ლაპიაშვილი:ბავშვებმა ტესტირებაში მონაწილეობა აქტიურად მიიღეს. მათ კარგი განწყობა აქვთ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ პროცესით, რომელიც მათ განვითარებას ხელს უწყობს, კმაყოფილნი დარჩნენ. მოსწავლეებმა კარგი ქულები აიღეს და მათ მეორე ტურში აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. იმედს ვიტოვებთ, შემდეგ ტურებშიც ასეთი შედეგი ექნებათ.
ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ხუნაშვილი:ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა კარგი ქულები მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად აღნიშნეს, რთული კითხვები იყო. იმდენად დაინტერესებულნი არიან ამ პროექტით, რომ ტესტირების შემდეგაც კითხვებსა და სწორ პასუხებზე საუბრობდნენ. მათ მეორე ტურში აუცილებლად აქტიურად ვუგულშემატკივრებთ.
ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მანანა ბიკაშვილი:მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ და ტესტირებას ინტერესით მოეკიდნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. შედეგებით კმაყოფილნი ვართ. მეორე ტურიში მონაწილეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ.
ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ ნებიერიძე: ბავშვებს კარგი განწყობა აქვთ. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მოსწავლეები განსაკუთრებით ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ შარშან ჩვენი სკოლის მოსწავლე ელენე ჩოხელი „ეტალონის“ გამარჯვებული გახდა და ამიტომ მოწაფეები პროექტით წელს კიდევ უფრო დაინტერესდნენ. ვისურვებდით, რომ „ეტალონი“ სატელევიზიო ფორმატშიც დაბრუნდეს. ფაქტია, ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს სწავლის სიყვარულს უღრმავებს.
ზემო ქედის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნანა ბექიშვილი:ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მონაწილეებს გამარჯვების იმედი აქვთ. შარშან „ეტალონის“ გამარჯვებული ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა, სწორედ ამიტომ, მეტი მოტივაცია გვაქვს, რომ წელსაც მაღალ შედეგებს ვაჩვენებთ.
ფიროსმანის საჯარო სკოლა, დირექტორი იოსებ ბიბინიძე:მოსწავლეები მობილიზებულნი იყვნენ და მათ დიდი ინტერესი და მოტივაციაც გამოიჩინეს. მეორე ტურისთვისაც მზად ვართ. აღვნიშნავ, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში პირველად არ ვმონაწილეობთ. ეს პროექტი ძალიან კარგია, რადგან ბავშვების უფრო მეტ განათლებას უწყობს ხელს.
ფიროსმანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლეილა ტარიელაძე:ტესტირებამ ძალიან მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები დადებითად იყვნენ განწყობილნი და ყველას გამარჯვება სურდა. საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. მეორე ტურისთვის მოწაფეებს განსაკუთრებით მოვამზადებთ-ამაში მათ პედაგოგებიც დაეხმარებიან.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ
Facebook-ზე ან შეავსოთ
სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები