სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
„მან საინტერესოდ ისაუბრა წიგნიერების პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებზე. ამასთანავე, აუდიტორიას გაუზიარა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილება. განსაკუთრებით აღნიშნა დაწყებითი განათლების პროექტის მნიშვნელობა გააზრებული კითხვის მიმართულებით. ხაზი გაესვა რემედიაციის არსსა და როლს ბავშვების დახმარების კუთხით. ისაუბრა ასევე, სწავლების პროცესში მასწავლებლის მიერ მოსწავლის საჭიროებებზე აგებული მეთოდიკის გამოყენებაზე.
თბილი, საქმიანი, კეთილგანწყობილი შეხვედრის დასასრულს შევთანხმდით, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა პროგრესული აზროვნების, პროფესიული განვითარების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებისთვის პოზიტიური და პერსპექტივაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეხვედრის ბოლოს პაატა პაპავამსკოლის დირექციასა და პედაგოგიურ კოლექტივს წარმატებები უსურვა. იხილეთ ფოტო