მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ნაკრებისა და სან ხოსეს ფეხბურთელი გურამ კაშია სკოლებში ჩაგვრის წინააღმდეგ გეგმის შესახებ „ინსტაგრამზე“ ხელნაწერს აქვეყნებს.
გურამ კაშიას გეგმის მიხედვით, ის მზადაა, წელიწადში 10-ჯერ, ბავშვებთან საკუთარი სკოლის გამოცდილებაზე ისაუბროს, სადაც ფეხბურთელის თქმით, თავადაც იჩაგრებოდა.
მისივე ცნობით, სპორტსმენებსა და ბავშვებს შორის გაფორმდება სიმბოლური ხელშეკრულება. მაგალითად: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ამ პირობას ხელს მოაწერს ყველა ბავშვი და სპორტსმენი, შემდეგ კი კლასში გაიკვრება, როგორც სიმბოლური აქტი.
ფეხბურთელი გეგმაში ასევე, საქველომქედო შეთავაზების შესახებ წერს და მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზებაში. აუქციონზე დაგროვილი თანხა კი მოხმარდება სკოლას, მოსწავლეს ან კლასს.
„მე შემიძლია ჩემი ნივთების გაყიდვა. მაგ: მაიკა, ბუცი, გაცვლილი მაიკები. შემიძლია ცნობილი ფეხბურთელების მაიკების შოვნა, თუ გავიტანთ აუქციონზე. აუქციონზე დაგროვებული ფული მთლიანად მოხმარდება გაჭირვებულ სკოლას, კლასს, მოსწავლეს“,-წერს კაშა.
სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს დაიწყო და მისი კეთილი ნების ელჩები ქართველი სპორტსმენები - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გურამ კაშია, ნინო სალუქვაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, რევაზ მინდორაშვილი, გიორგი ლომაია, ნიკოლოზ ეგაძე, ლადო ხინჩეგაშვილი გახდნენ.
სამი თვის განმავლობაში, ისინი სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სპორტულ მასტერკლასებზე შეხვდებიან და მოზარდებს საკუთარი წარმატების გამოცდილებას გაუზიარებენ.
კაპანიის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრება, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირება ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.
იხილეთ ხელნაწერის ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს ანაზღაურება გაეზრდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ილია იყო, არის და იქნება ერის საამაყო შვილი