მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, ამიტომ ინსპექტირების შედეგები რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნებათ.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ეკატერინე მაჩიტიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დასრულდა სახელმძღვანელოების გრიფირების შესწავლა. მაჩიტიძის ცნობით, გრიფირების შედეგად, 1-6 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესში დაინერგა შინაარსობრივად და ვიზუალურად, ასევე, ტექნიკურად მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოები.
როგორც სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, შედეგად გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისხის დარღვევა და ხარვეზი. თუმცა, ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწავლო წლის დაწყებამდე.
„ვინაიდან გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში, შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინსპექტირების სამსახურის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის, სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნება“, - აღნიშნა ეკატერინე მაჩიტიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც