მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო უფლებების დაცვა.
აღნიშნულით ალექსანდრე თევზაძე „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის ინფორმაციითაც, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადალახა ჩასაბარებელი ბარიერი, თუმცა იმის გამო, რომ მათ უნივერსიტეტების არჩევის დროს მითითებული ჰქონდათ ერთი ან ორი უმაღლესი სასწავლებელი, უნივერსიტეტებში ვერ ჩაირიცხნენ.
„ალბათ ყველაზე უფრო გამორჩეული ღონისძიება ეს არის ქართული ენის მომზადების პროგრამა, როდესაც ჩვენ სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სტუდენტებს ერთწლიან განათლებას ვუფინანსებთ, ვიდრე ისინი უმაღლესი განათლების ეტაპზე გადავლენ, რათა ქართულ ენაში მოემზადონ და შემდეგ უმტკივნეულოდ შეძლონ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირება. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვას და შესაბამის წახალისებას“,- განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
რატიანის განცხადებით, რადგან სახელმწიფომ აზერბაიჯანელ და სომეხ აბიტურიენტებს საჭირო რეკომენდაციები არ მიაწოდა და ვერ უზრუნველყო მათი ინფორმირება, სამინისტრომ უნდა დაუშვას გამონაკლისი და უნდა მოხდეს 800-მდე აბიტურიენტის მეორადი ჩარიცხვებით უმაღლეს სასწავლებლებში გადანაწილება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც