სიახლეები
სამასწავლებლო

„ბავშვებს მსგავსი გამოცდების ორჯერ ჩაბარება აღარ მოუწევთ“-რას ფიქრობენ დირექტორები ეროვნულისა და CAT-ის გაერთიანებაზე
02-10-2018
-
+


საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ცნობით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს (CAT) შესაძლოა, ეროვნული გამოცდები შეერწყას. ინიციატივის მიხედვით, მსგავსი ცვლილებები ეროვნულ გამოცდებში 2020 წლამდე უნდა მოხდეს. 

Etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ სკოლების დირექტორები აღნიშნულთან დაკავშირებით და როგორ აფასებენ გამოცდების გაერთიანების იდეას. 

წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა ნინიაშვილი:

მისაღები ინიციატივაა, რადგან ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ამართლებს. რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგი იქნება. ახლა მოსწავლისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ქულა ექნება სასკოლო გამოცდებში, მთავარია ზღვარი გადალახოს, გაერთიანების შემხვევაში კი, რადგან უმაღლესში ჩაბარება დამოკიდებული იქნება სკოლის ქულებზე, სწავლას მეტი ყურადღება მიექცევა. 

ონის საჯარო სკოლა, დირექტორი დალი რაზმაძე:

ინიციატივის მომხრე ვარ, რადგან რეგიონის ბავშვებისთვის ეროვნული გამოცდების ცალკე ჩააბარება ძალიან რთულია. ამის გამო მათ გარემოს შეცვლა-თბილისში წასვლა უწევთ, ბინა კი ყველას არ აქვს. ზოგი, საერთოდ, პირველად მიდის თბილისში, ეს კი პრობლემაა. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიც დაიზოგება. 

შიბლიანის საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ხუროშვილი:

მისაღები ინიციატივაა, რადგან სკოლას მეტი პატივისცემა და დაფასება ექნება, მასწავლებლის როლი გაიზარდება და სწავლის ხარისხი მეტად ამღლდება, რადგან მოსწავლეს ეცოდინება, რომ მარტო საატესტატო გამოცდას კი არ აბარებს, არამედ მის ქულები ეროვნული გამოცდებისთვისაც მნიშვნელოვანია.  

სამების საჯარო სკოლა, დირექტორი ნანული გვიჩიანი:

საატესტატო გამოცდები მინიმალური ზღვარია იმისთვის, რომ მოსწავლემ თავისი ცოდნა გამოავლინოს. სასურველია, რომ გაერთიანებული გამოცდები უფრო ხარისხიანი იყოს. ინიციატივა, რა თქმა უნდა, დადებითია, თუ მოსწავლეს გაუჩნდება იმის განცდა, რომ მხოლოდ ბარიერი არ უნდა გადალახოს. 

ფოთის N7 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო მორგოშია:

თვენახევრის განმავლობაში ორი გამოცდის ჩაბარება მოსწავლისთვის ძალიან ბევრია. ამიტომ, თუ სხვა პრობლემა არ გამოჩნდება, გამოცდების გაერთიანება ძალიან კარგი იქნება. მითუმეტეს, რომ სკოლას მეტი ავტორიტეტი მიენიჭება. საფრთხეს იმაში ვხედავ, რომ ხარვეზები ეროვნულ გამოცდებზეც შეინიშნებოდა, შესაბამისად, გაერთიანებული გამოცდები მეტ დაკვირვებასა და პასუხისმგებლობას საჭიროებს, რომ ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში იყოს. 

ლედგებეს საჯარო სკოლა, დირექტორი თამილა შულაია:

არ არის ცუდი ინიციატივა თუ საგამოცდო სისტემა ობიექტური იქნება. საატესტატო ეროვნულ გამოცდებს რომ გაუტოლდება და ნიშნები მყარად, ობიექტურად დაიწერება, მაღალი შედეგების მქონე მოსწავლე უმაღლესში სწავლის ღირსი უკვე ნამდვილად იქნება.  

ბანძის საჯარო სკოლა, დირექტორი დონალდ ძაგანია:

ინიციატივას დადებითად ვაფასებ. ყველასთვის უკეთესი იქნება, რადგან მართლა ერთიანი გამოცდები ჩატარდება. ხარისხიც გაუმჯობესდება, რადგან ამ ეტაპზე მოსწავლეების შემოწმება საატესტატო გამოცდებისას ზედაპირულად ხდება.

თბილისის N24 საჯარო სკოლა, დირექტორი გიორგი კაკაბაძე:

ინიციატივა კარია, რადგან ხარისხის გაზრდასა და გამოცდებზე  ობიექტურ შეფასებას გულისხმობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფინანსური სახსრები მეტად დაიზოგება და რაც მთავრია, სწავლის სტანდარტი აიწევს. 

გუბის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა გეგუჩაძე:

დადებითი ინიციატივაა, რადგან მოსწავლეებს საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე მსგავსი საგნების ჩაბარება უწევთ. შესაბამისად, გამოდის, რომ ორჯერ აბარებენ ერთსა და იმავეს. ამავდროულად, გამოცდების ხარისხი აიწევს. სახელმწიფოც დაზოგავს ხარჯებს. 

ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ვახტანგ გოგოხია:

დადებითად ვაფასებ, რადგან ეროვნული და საატესტატო გამოცდები მსგავსია. შესაბამისად, მოსწავლეები ერთსა და იმავეს აბარებენ. ამიტომ, გაერთიანება სჯობს. სასურველია, გამოცდების ეს ფუნქცია სკოლას მიეკუთვნოს -ამით ავტორიტეტიც უფრო მეტად გაეზრდება.  

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი იაკობიშვილ-ჩერქეზიშვილი:

ძალიან დადებითი ინიციატივაა, რადგან ამდენი გამოცდა მოსწავლეებისთვის ზედმეტია. საატესტატო გამოცდები მოსწავლის ცოდნასა და უნარებს სათანადოდ ვერ განსაზღვრავს,  შესაბამისად, გაერთიანებით ხარისხი აიწევს.  

დედოფლისწყაროს ხორნაბუჯის საჯარო სკოლა, დირექტორი მამუკა ავრელაშვილი:

ინიციატივა კარგია, რადგან ორი გამოცდა ადმინისტრაციული რესურსის ზედმეტი ხარჯია. ასევე, მოსწავლეები ფაქტობრივად ერთსა და იმავე საგნებს ორჯერ აბარებენ. 

სამრეკლოს საჯარო სკოლა, დირექტორი ნანული ჭიღიტაშვილი: 

ინიციატივა ნამდვილად კარგია, რადგან ახლა  მოსწავლეს ერთ თვეში რამდენიმე გამოცდის ჩაბარება უწევს. სკოლაში ჩატარებული გამოცდები სკოლის ავტორიტეტსაც გაზრდის და მას უფრო მეტად დააფასებენ. 

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ხუნაშვილი:


საატესტატო გამოცდებს დიდი ნაკლი აქვს, რადგან ხარვეზები და გაუმართაობა შეინიშნება. თუ გაერთიანების შედეგად გამოცდების ხარისხი აიწევს, მხოლოდ მისასალმებელია. აუცილებელია, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს და კითხვები არ ჩნდებოდეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

ტერმინები, რომლებიც მასწავლებლებმა და მსურველებმა უნდა იცოდნენ - ინფორმაცია პროფესიული პედაგოგებისთვის

აბიტურიენტს უფლება აქვს 4 უცხოური ენიდან მისთვის სასურველ ერთ-ერთ ენა ჩააბაროს

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა

„ბიოლოგიაში ევოლუციის სწავლა-სწავლება საინტერესო გამოწვევაა მასწავლებლებლებისა და მოსწავლეებისთვის“

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება