სიახლეები
სკოლები

იანეულის სკოლის კონტიგენტი მცირდება - ამ დროისთვის სკოლაში 16 პედაგოგი და 25 მოსწავლეა
01-10-2018
-
+


„იანეულის სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიში მდინარე სუფსის  მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, მოსახლეობა კი 115 კომლს შეადგენს“,-ინფორმაციას Etaloni.ge-ს იანეულის საჯარო სკოლის დირექცია აწვდის. 

მათი ცნობით, სოფელი სამკურნალო წყლითა და კარგი იუმორის გრძნობის მქონე მცხოვრებლებით გამოირჩევა:  

„როგორც გურულებისთვის არის დამახასიათებელი, აქაც შრომისმოყვარე, გამორჩეული იუმორის მქონე და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. სოფლის სტუმრები ბუნების სილამაზეს ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავენ. გარდა ამისა, სოფლის ცენტრში, მიწიდან სამკურნალო თვისებების მქონე წყალი ამოდის, რომელიც უნიკალური სამკურნალო თვისებებით ხასიათდება და მას „მწვანე წყალს“ უწოდებდნენ. ფსკერზე არსებულ ტალახს სასიამოვნო სუნი აქვს, რომელსაც ადრე მალამოდაც იყენებდნენ.

არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ აქ ავადმყოფები ურმებით მოჰყავდათ, რადგან ძვალ-სახსროვანი დაავადებების გამო გადაადგილება არ შეეძლოთ, რამდენიმე დღეში კი ოჯახებს სრულიად ჯანსაღები უბრუნდებოდნენ. 

სოფელს აქვს საბავშვო ბაღი, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და 9-კლასიანი საჯარო სკოლა.

პირველად ორკლასიანი სასწავლებელი სოფელში 1903 წელს მღვდელ ისააკ ანტონის ძე კეკელიძის თაოსნობით გაიხსნა. მისივე ინიციატივი, სოფელმა მიწის ნაკვეთი შეისყიდა და  სკოლის ეზო მოაწყო. 1904 წელს შენობა წაბლის ხით აშენდა და მასში ოთხკლასიანი სასწავლებელი მოთავსდა. შენობის მშენებლობა სოფლის მოსახლეობის შენაძენითა და სხვადასხვა შემოწირულობით დასრულდა. სკოლაში დაახლოებით 50-60 ბავშვი სწავლობდა, რომლებიც I-II კლასებში წერა-კითხვას, საღვთო სჯულს, რუსული ენასა და ანგარიშს ეუფლებოდნენ, ხოლო  III-IV კლასებში  საღვთო სჯულს, ქართულ ენას, ბუნებისმეტყველებას, არითმეტიკასა და გეოგრაფიას შეიმეცნებდნენ. 

30-იან წლებამდე ოთხწლიანი სკოლა არსებობდა, შემდგომ წლებში კი იგი რვაწლიან სკოლად გარდაიქმნა, სადაც ომის შემდგომ პერიოდში 140-200 ბავშვი სწავლობდა. 1944 წლიდან სკოლას პერიოდულად ხელმძღვანელობდნენ დირექტორები: პროკლე კეკელიძე, ნიკოლოზ კეკელიძე, კორნელი კობიძე, მიხეილ ლომინეიშვილი, მიხეილ მგალობლიშვილი, ილია გურგენიძე, ამირან ჯიბუტი, ვლადიმერ მგელაძე, საშა სიხარულიძე, ზაქარია კალანდაძე, ანზორ კეკელიძე, ეთერ ქარქუზაშვილი და ლალი წულაია. 

როცა სკოლის მოსწავლეთა კონტიგენტი საგრძნობლად გაიზარდა, დღის წესრიგში ახალი სკოლის მშენებლობის საკითხი დადგა. მასში აქტიურ მონაწილეობას პროკლე კეკელიძის თაოსნობით თავად სოფლის მოსახლეობა ღებულობდა. 

1967-68 წლებში სკოლა ახალ შენობაში გადავიდა, რომელშიც 9 კლასი დღემდე ფუნქციონირებს. 2017 წლის ზაფხულში სკოლას ნახევრად სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. იგი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა დღეისთვის მიგრაციაა, რის გამოც სოფელი ნელ-ნელა იცლება. შესაბამისად, სკოლის კონტიგენტიც მცირდება და დღეს მცირეკონტიგენტიანი სკოლების რიცხვში დგას. ამ დროისთვის იანეულის საჯარო სკოლაში სულ 16 პედაგოგი და 25 მოსწავლეა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოფელმა ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღზარდა. მათ შორის არიან: 

პროკლე კეკელიძე-ფილოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი;

კორნელი კეკელიძე -აკადემიკოსი;

ნოდარ კეკელიძე-მეცნიერებათა დოქტორი;

გიზო კეკელიძე-პროფესორი;

ლიდა შარაშიძე-ექიმი;

თეა კეკელიძე-პროფესორი;

რეზო კეკელიძე-სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი;

ანტონ კეკელიძე-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;

არჩილ ხომასურიძე-აკადემიკოსი;

გია მახარაძე-აკადემიკოსი;

ელგუჯა კეკელიძე-ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი;

რეზო თედორაძე-ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი.

ასევე, სოფელს ჰყავს წარმატებული მომავალი თაობა, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობს და სოფლის მოსახლეობას გვერდით უდგას.“-ნათქვამია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

პიროვნება

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება