მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში „გადაიღე შენი ისტორია - მოყევი შენი მუნიციპალიტეტის ისტორია ფოტოებით“ მონაწილეობდნენ.
კერძოდ კი კონკურსისთვის ფოტოები გადაიღეს მოსწავლეებმა, ამიკო მაჭარაშვილმა (დამრიგებელი ლეილა მჭედლიძე), მეგი ბერიაშვილმა და ნინი კირვალიძემ (დამრიგებელი ელიზა კვინიკაძე).
კონკურსი ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, კონკურსის მიზანი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის პოპულარიზაციის გაწევა, ასევე, ისტორიის და ადგილმდებარეობის შესახებ ცნობადობის გაზრდა.
მოსწავლეებს კონკურსში წარმატების მისაღწევად კორდინატორობა სკოლის პედაგოგებმა, ოლეგი გრიგალაშვილმა და მადონა კაპანაძემ გაუწიეს. სკოლის საინფორმაციო მენეჯერმა, ხათუნი ასანიძემ კი ფოტოების საიტზე განთავსება და ტექნიკური დახმარება უზრუნველყო.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი ფოტოები:
ძეგლის სახელი - ვარდისუბნის წმინდა მარიამის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (მეგი ბერიაშვილი)
ძეგლის სახელი - თელის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნინი კირვალიძე)
ძეგლის სახელი - მშვიდობიანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ნინი კირვალიძე)
ძეგლის სახელი - ჭაბუკიანის ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი (ამიკო მაჭარაშვილი)
ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილი დაიმსახურა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლის, ნინი კირვალიძის გადაღებულმა ფოტომ. ნინი კირვალიძე სიგელთან ერთად, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა.
სიგელებით ასევე, ვარდისუბნის საჯარო სკოლის სხვა მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების პროცესი საზეიმო ვითარებაში, „ჰერეთობის“ დღეს გაიმართა.
სკოლის დირექცია კონკურსის ორგანიზატორებს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში სრულწლოვანი მოსწავლეების რიცხვი 3600-ს აჭარბებს - დეტალური ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვება 1-დან 6 წლამდეა შესაძლებელი - გრანტის ხანგრძლივობა სწავლების საფეხურების მიხედვით
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა საზეიმოდ მორთუოლ გარემოში დრო შთამბეჭდავად გაატარეს და სასკოლო საზოგადოებასაც დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს
მათი დავალება იყო სხვადასხვა მარცვლები ერთმანეთთან ისე დაეკავშირებინათ, რომ მიეღოთ და წაეკითხათ სიტყვები
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას