მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთში, ახალი სასწავლო წელი 156 სკოლაში დაიწყო.
წელს სკოლებში დაახლოებით 27 000 მოსწავლე წავიდა, რომელთაგან 2,5 ათასზე მეტი პირველკლასელი, 1950 კი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა.
აფხაზეთში დღეს არსებული 159 სკოლიდან 60 აფხაზურია, 47- რუსული, 15 - აფხაზურ-რუსული, 26-სომხური, 11 - კი ქართული. ამასთან, თითქმის ყველა სკოლის სასწავლო სტანდარტი რუსულია.
წელს აფხაზეთის სკოლებში სასკოლო ფორმა შემოიღეს.
საგანმანათლებლო დაწესებულებების 1-დან 11 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.
უწყების საიტზე ნათქვამია, რომ ერთიანი ფორმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს დისციპლინის განმტკიცების, ჩაცმის კულტურის უნარების გამომუშავებისა და ბავშვების ჩაცმულობაში განსხვავებების აღმოფხვრის მიზნით. ფორმის ფასონს თავად სკოლა განსაზღვრავს.
სკოლის ფორმა სამ ტიპად დაყვეს - ყოველდღიური, საზეიმო და სპორტული. სასკოლო ფრომა უნდა შედგებოდეს მუქი ლურჯი ქვედა ტანის სამოსისგან და თეთრი და ცისფერი ერთტონიანი ზედატანისგან. ყოველდღიური ტანსაცმლის კატეგორიაში ხვდება - კაბა, ჟაკეტი, პიჯაკი, ჟილეტი, შარვალი, პერანგი, მაისურები და არასპორტული მკაცრი ფეხსაცმელი. ფორმის გარეშე მოსწავლე გაკვეთილებზე არ დაიშვება.
იხილეთ როგორ გამოიყურება აფხაზური სკოლები
ბიჭვინთის სკოლა
განთიადი, სომხური სკოლა
სოხუმის, ო. ტუმანიანის სახელობის N9 სომხური სკოლა
ოჩამჩირის სპორტული სკოლა
განთიადი
ანტონ ჩეხოვის სახელობის სოხუმის N14 საშუალო სკოლა
სოხუმი, საშუალო სკოლა N4
სოხუმის N6 სკოლა
სოხუმის N17 სკოლა
სოხუმის N10 სკოლა
სკოლა და ტურისტული ბაზა, სოხუმში
სკოლა ოჩამჩირის სანაპიროზე
გუდაუთის სკოლა
გუდაუთა. სპორტული სკოლა
გუდაუთის N6 სკოლა
გუდაუთის N2 სკოლა
გუდაუთის N5 სკოლა
გუდაუთის N3 სკოლა
გუდაუთის N1 სკოლა
გუდაუთა
გაგრა. რუსული სკოლა
გაგრის N2 სკოლა
ტყვარჩელი, სკოლა N2
განთიადი, ყოფილი ქართული სკოლა
სოფელ ლიხნის სკოლა
გუდაუთა. სოფელი დურიფში
განთიადი
ტყვარჩელი, საბავშვო ბაღი „გვირილა“
ასე გამოიყურება გალის ახალი მუსიკალური სკოლა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.