„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ნათელი წერტილია“ - ახმეტაში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
მოსწავლეებისთვის საყვარელი პროექტის, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები დაიწყო. აღნიშნული 2 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 16 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის რესუსრსენტრის ხელმძღვანელი მანანა ნადიბაიძე:ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მობილიზებული იყო. პედაგოგებმა მოსწავლეებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეფერხების გარეშე საკუთარი ცოდნის დემონსტრირება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მონაწილენი მონდომებულნი იყვნენ და მათი რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაცილებით მეტი იყო. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. მონაწილეობას 18 სკოლა მიიღებს და ყველას გვაინტერესებს თუ ვინ გახდება გამარჯვებული. შესაბამისად, ჩართულობა და მოლოდინი მაღალია. რაც შეეხება თავად პროექტს, მოსწავლეები „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატით საკუთარ შესაძლებლობებს ამოწმებენ. რაც მთავარია, ისინი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მუნიციპალიტეტის სასახელოდ იბრძვიან.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, ფიქრია ხოხობაშვილი:ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. ამ ეტაპზე მეორე ტურის ღონისძიებისთვის ვემზადებით და ყველაფერი ორგანიზებულად ჩატარდება, მათ შორის მუსიკალური ნომრების წარდგენაც იგეგმება. „ეტალონი“ ყველაზე ეროვნული და ღირსეული პროექტია, რომელმაც წლებს გაუძლო. მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლის გამოვლენა კი ძალიან სასახელო პროცესია.
ყვარელწყლის საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან ღუბიანური:ტესტირება მშვიდ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესო კითხვები იყო. მეორე ტურისთვის შემართებითა და მონდომებით ვემზადებით. ამ პროექტით მოწაფეები განათლებას იუმჯობესებენ, კონკურენციასა და ზოგად უნარებს ეუფლებიან, ამავდროულად, საკუთარი ცოდნის გამომჟღავნებას სწავლობენ. შესაბამისად, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია.
ოსიაურის საჯარო სკოლა, დირექტორი ზაურ პავლიაშვილი:ტესტირებამ კარგად ჩაიარა და მას ყველა მოსწავლე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, მიუხედავად ამისა, პროექტის მიმართ ინტერესი დიდია. მოსწავლეთა უმრავლესობას გამარჯვების იმედი აქვს. მეორე ტურში გადასულ მონაწილეს სკოლა აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ამ პროექტში მონაწილეობას უკვე მესამე წელია ვიღებთ და მას მხოლოდ დადებითად ვაფასებთ. მოწაფეები ფსიქოლოგიურად იწვრთნებიან. ასევე, დიდ გამოცდილებას იღებენ, რომელსაც სამომავლოდ გამოიყენებენ.
ოსიაურის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მაკა ბერიაშვილი: ტესტირებამ შესანიშნავად ჩაიარა. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ყველას გამარჯვება და მეორე ტურში გადასვლა სურს. აღნიშნულ ღონისძიებაზე კი მონაწილეებს სხვა მოსწავლეები უგულშემატკივრებენ. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგად არის შედგენილი და სრულყოფილად ორგანიზებულია. მისი დახმარებით მოსწავლეები საკუთარ ცოდნას ამოწმებენ და ასევე, ახალს იმეცნებენ.
ხორხელის საჯარო სკოლა, დირექტორი ლილი ჯავახიშვილი:ტესტირება ძალიან ობიექტურად ჩატარდა. კერძოდ, ბავშვები ცალ-ცალკე მერხებზე ისხდნენ, ასევე, გვყავდა დამკვირვებელი. მოსწავლეებს გამარჯვება სურთ და ამისთვის ძალიან მოწადინებულნი არიან. საბოლოო ჯამში, შედეგებით კმაყოფილნი ვართ. მეორე ტურში მონაწილეებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. ყველას წარმატებას ვუსურვებ. ამ პროექტს მოსწავლეებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ მეტად განვითარების მოტივაციას აძლევს.
ხორხელის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინა ბუაძე:მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მე-8 - მე-9 კლასებში სულ 3 მოსწავლე გვყავს. მიუხედავად ამისა, ტესტირებაში მონაწილეობა სამივემ მიიღო და ბარიერიც გადალახეს. საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა. მოსწავლეებს მეორე ტურში მთელი სკოლა ვუგულშემატკივრებთ. „ეტალონი“ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის წარმატებისკენ სწრაფვას გულისხმობს, რადგან ჩაკეტილ გარემოში ვცხოვრობთ - ვერ ვახერხებთ შეჯიბრებებზე, გამოფენებზე, რაიონულ ტურებზე სიარულს, შესაბამისად, ეს პროექტი ჩვენთვის ნათელი წერტილია.
ნადუქნარის საჯარო სკოლა, დირექტორი ივანე თურქიაშვილი:ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. პროექტში მონაწილეობას მეორედ ვიღებთ. ინტერესი ყოველთვის მაღალია. ჩვენი შეფასებით, „ეტალონის“ მსგავსი ღონისძიებები ინტეგრაციისთვის არის მნიშვნელოვანი. მეორე ტურში გადასულ მონაწილეებს მთელი სკოლა ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი ძალიან კარგი წამოწყებაა მოწაფეების მოტივაციისთვის. მის ხელმძღვანელებს დიდ მადლობას ვუხდით.
ქვემო ალვანის საჯარო სკოლა, დირექტორი იური მრელაშვილი:ტესტირებამ კარგ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მასში მონაწილეობა 40-მდე მოსწავლემ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ყველას გამარჯვება სურს. მეორე ტურში გადასულს სკოლა აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ და ღონისძიებას მოსწავლეებითურთ დავესწრებით. ეს პროექტი მოწაფეებისთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემია. ისინი მასში დიდი ინტერესით ერთვებიან და იმედი გვაქვს, ყოველ წელს უფრო მეტი მიიღებს მონაწილეობას.
ქვემო ალვანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ანა ბუჩაიძე:
ტესტირებაზე მოსწავლეთა დასწრება მაღალი გახლდათ, უფრო მეტიც, სხვა სოფლებიდანაც კი მიიღეს მონაწილეობა. კარგი ქულებიც დაფიქსირდა. მეორე ტურისთვის გულისყურით ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგი და ბევრის მომცემი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს წარმატების მეტ მოტივაციას აძლევს.
დუისის საჯარო სკოლა, დირექტორი ლილი სვიაკაური:ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეობის სურვილი ბევრმა მოსწავლემ გამოხატა. მათ გამარჯვების იმედი და მოტივაცია აქვთ. მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში სკოლა მთელი შემადგენლობით ვუგულშემატკივრებთ. მითუმეტეს, რომ შარშანდელი „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ სკოლა ვართ. ამ ეტაპზე პედაგოგები მოსწავლეებთან მუშაობენ და ღონისძიებისთვის ამზადებენ. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოწაფეებს უკეთესად სწავლის მოტივაციას აძლევს, სწორედ ამიტომ, ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ეს პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
დუისის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მედეა ბორჩაშვილი:ტესტირებამ კარგად ჩაიარა და საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. რაც მთავარია, მოსწავლეთა განწყობა განსაკუთრებით დადებითი გახლდათ. მეორე ტურში გადასვლა ყველას სურს, შესაბამისად, გამარჯვების მოტივაცია თვალშისაცემია. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი არაჩვეულებრივია, რადგან განათლებასა და პიროვნულ ზრდაზეა ორიენტირებული. ამისთვის მადლობა ორგანიზატორებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ
Facebook-ზე ან შეავსოთ
სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები