სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ცოდნის ხარისხს ამაღლებს“ - საგარეჯოში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
03-10-2018
-
+


ყველაზე მასშტაბური და შთამბეჭდავი პროექტის - საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი - ტესტირებები დაიწყო. 

აღნიშნული 2 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 17 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება. 

Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

საგარეჯოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე:

პირველი ტურის დაწყებამდეც სკოლების დირექტორებისგან მქონდა ინფორმაცია, რომ მონაწილეობით მოსწავლეთა დიდი ნაწილი იყო დაინტერსებული. თუმცა დასწრებამ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეებმა საოცარი მონდომება და მოტივაცია გამოიჩინეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეორე ტური, რადგან გამარჯვებული მოსწავლე უკვე საგარეჯოს „ეტალონი“  გახდება.  ამასთან დაკავშირებული ღონისძიება მოწავლეებისთვის საუკეთესო გარემოში ჩატარდება, რასაც მთელი მუნიციპალიტეტი დაესწრება. ყველას გვიხარია ჩვენი მოსწავლეების მონდომება და წარმატება. პროექტი „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინტელექტუალურ რუსურსებს ზრდის. ყველას ვუსურვებ გამარჯვებას.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არჩილ ჯაბადარი:

„ეტალონი“ ძალიან საჭირო პროექტია, რადგან საინტერესოა, მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის გაზრდას ხელს უწყობს და კარგია ყოველ წელს რომ ტარდება. ბავშვებიც ხალისით ერთვებიან. ამ ეტაპზე მონაწილეობას 25 საჯარო სკოლა იღებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის სკოლებიც შედიან. ასეთი გამოხმაურება და ყურადღება პროექტის წარმატებაზე მეტყველებს. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. მას სიამოვნებით დავესწრებით და  წამახალისებელ ღონისძიებასაც გავმართავთ. დიდი მადლობა პროექტის ავტორებს ამ ყველაფრისთვის. 

იორმუღანლოს საჯარო სკოლა, დირექტორი ვაგიბ ახმედოვი:

ტესტირებამ ნორმალურად ჩაირა. მას მოსწავლეთა 90 პროცენტი დაესწრო. მონაწილეებს გამარჯვება სურთ. მეორე ტურში მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. პროექტი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. 

იორმუღანლოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი დალი ოსეფაშვილი:

მოსწავლეებს ტესტირებაზე დადებითი განწყობა ჰქონდათ. მთლიანობაში პროცესმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეებმა ალღო ყველაფერს აუღეს და დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვეს. რაც მთავარია, კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. ამასთან დაკავშირებით მოსწავლეები პედაგოგებთანაც ემზადებიან.  „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ჩვენი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გარდა იმისა, რომ ქართულ ენას უკეთესად ეუფლებიან, მათი ინტეგრაციისთვისაც კარგია.

კოჭბანის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ წიკლაური:

ტესტირებაზე საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა. მას მოსწავლეთა 80 პროცენტი დაესწრო. მონაწილეების განწყობა კარგია და გამარჯვება სურთ. მეორე ტურისთვის მოწაფეებს პედაგოგები ამზადებენ. თავად პროექტი „ეტალონი“ ცოდნის ხარისხის ამაღლებას გულისხმობს. 

კოჭბანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარინე თათარაშვილი:

ტესტირების შესახებ ინფორმაციას ბავშვები სიხარულით შეხვდნენ. აღნიშნულში ყველა ჩაერთო.  კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის მონაწილეებს გულიანად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელიც ურთიერთობებსა და საკუთარი თავის შეფასებას ასწავლის. 

ლამბალოს საჯარო სკოლა, დირექტორი დავით როსტომაშვილი:

ტესტირებაზე დასწრება მაღალი იყო. მოსწავლეებს გამარჯვების მოტივაციაც აქვთ. ამ პროექტის მონაწილეები დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას იღებენ. მოსწავლეებს მეორე ტურში აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. 

ლამბალოს საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ელზა ხებრელაშვილი:

ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა. მონაწილეებს გამარჯვების სურვილი და მოტივაცია აქვთ. აღნიშნეს, რომ შემდეგშიც დიდი სიამოვნებით ჩაერთვებიან. ეს პროექტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს ინტეგრაციაში ეხმარება.
 
უდაბნოს საჯარო სკოლა, დირექტორი მარიამ გელაშვილი:

ტესტირებას მოსწავლეები მაქსიმალური რაოდენობით და დიდი ხალისით დაესწრნენ. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ბავშვები მონდომებით ემზადებიან. აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც პირველი ტური გადალახა, წამახალისებელი ღონისძიებაც მოვუწყვეთ. 

გომბორის საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ ქისტაური:

ყველა მოსწავლეს, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, გამარჯვება სურს. საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვისაც ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი  მნიშვნელოვანია, რადგან სკოლის მოსწავლეებს სწავლის მეტ მოტივაციას უჩენს. 

გომბორის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნაირა ლეჟავა:

ყველა მოსწავლემ, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო, ბარიერი გადალახეს. მაღალი ქულებიც დაიწერა. ისინი ძალიან კმაყოფილები არიან და გამარჯვებაც სურთ. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები თავიანთ ცოდნას ამოწმებენ. 

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ლელა ფანოზიშვილი:

ტესტირებაზე მოსწავლეთა მხრიდან ძალიან მაღალი დასწრება იყო. მათ გამარჯვების მოტივაციაც აქვთ. მაღალი ქულაც დაფიქსირდა. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს ცოდნის შეჯამებაში ეხმარება და მათ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობისკენ უბიძგებს. 

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ქეთევან მამისაშვილი:

ტესტირების პროცესი კარგად მიმდინარეობდა. მაღალი ქულებიც დაიწერა. ეს პროექტი ბავშვებში მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას უწყობს ხელს და ცოდნის შეჯამებაში ეხმარება. 


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საბავშვო ბაღების დაფინანსება 16 მილიონით მცირდება - თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი ცნობილია

საქართველოს მასშტაბით დაფინანსდა 14 საგანმანათლებლო დაწესებულების 15 კურსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

სტუდენტების 2 კატეგორია, რომელიც 500 და 700 ლარით დაფინანსდება - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

რატომ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში - მოსწავლის შეფასების მიზნები, პრინციპები, ამოცანები

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

სკოლის მოსწავლე-მასწავლეებლთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავი

სკოლაში სტუმარს მასპინძლობისა და საინტერესო საუბრისთვის დიდ მადლობას უხდიან
მათთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობა
საინტერესო

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

სიახლეები
საზოგადოება