მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად, დაახლოებით 738 მილიონი ლარი იქნება მიმართული, მათ შორის განისაზღვრა:
2018 წელს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დასაფინანსებლად, დაახლოებით, 681 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე შეიმუშავა და პარლამენტს განსახილველად წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე დარგების მიხედვით იმსჯელებენ.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტი რამდენჯერმე გადამუშავდება, საბოლოოდ კი პარლამენტი დოკუმენტს დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს დაახლოებით, 300 მილიონი ლარით იზრდება. 2019 წლის ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით განისაზღვრა.
გთავაზობთ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ერთ-ერთი თავიდან სკოლამდელი და ზოგადი განათლების პრიორიტეტებისა და პროგრამების შესახებ ამონარიდს:
„ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის;
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აუცილებელი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა;
მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება;
ეროვნული შეფასებების სისტემის სრულყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების უზრუნველყოფა;
საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებისათვის და კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა კატეგორიების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;
სკოლებში იმ მოსწავლეების ტრანსპორტირების პროცესის ხელშეწყობა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში (სოფელი, დაბა) სადაც არ ფუნქციონირებს სკოლა და მანძილი სოფლებს შორის შესამჩნევია, ასევე აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები;
ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;
სასკოლო ინიციატივების წახალისება;
ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების კვალიფიციური ფსიქო-სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფა;
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება;
ელექტრონული სწავლა-სწავლების ხელშეწყობა;
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა;
სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
საჯარო სკოლების პირველკლასელი მოსწავლეების და მათი დამრიგებლების უზრუნველყოფა პორტაბელური კომპიუტერებით (ნოუთბუქებით);
წარჩინებული მოსწავლეების წახალისება კომპიუტერული ტექნიკით“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც