სიახლეები
საინტერესო

უნგრელი ჟურნალისტის გამოგონება, რომელმაც წერა თავიდან დაგვაწყებინა
04-10-2018
-
+


სანამ ბურთულიან კალამს გამოიგონებდნენ, წერა საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვდა - უნდა აგვეღო სამელნე, ჩაგვესხა მელანი, დაგვედგა წინ და ყოველი სიტყვის დაწერის შემდეგ კალამი სამელნეში ჩაგვეყო. ასე ძალიან დიდი დრო იკარგებოდა და ამასთანავე, იდღაბნებოდა ფურცელი, რადგან ინდური მელანი ძალიან დიდ ხანს შრებოდა. 

ეს პრობლემები პირველად ტყავის მთრიმვლავმა ჯონ ლაუდმა შენიშნა და სწორედ მის სახელზე გაიცა პირველი პატენტი ბურთულიანი კალმის გამოშვებაზე 1888 წელს. მისი გამოგონებული კალამი ტყავზე საწერად მშვენიერი იყო, თუმცა ქაღალდზე არ ვარგოდა. ამის გარდა, კალმებიდან დროდადრო მელანიც ჟონავდა. ლაუდას გამოგონებამ კომერციული სარგებელი ვერ ნახა და შესაბამისად პატენტიც გაუქმდა. 

ამის შემდეგ კი კალმის შექმნის მცდელობა თითქმის ნახევარი საუკუნით გადავადდა... 

უნგრელი ჟურნალისტი ლასცლო ბირო 1930-იან წლებში მცირე გაზეთის რედაქტორად მუშაობდა. ის ძალიან შეწუხდა მელნიანი კალმების შევსებაში და მელნით დასვრილი გვერდების გადაწერაში. ამასთან ერთად, კალმის წვეტი ხშირად ქაღალდასც კი ხევდა.



ლასცლო ბირო (1899-1985)

ჟურნალისტმა შეამჩნია, რომ გაზეთის ბეჭდვისას გამოყენებული მელანი მალე შრებოდა და გადაწყვიტა შეექმნა კალამი, რომელიც იგივე მელანს გამოიყენებდა. 

ბირომ თავის ქიმიკოს ძმასთან ერთად კალმის ახალი სახეობის დიზაინი შექმნა. ძმებმა კალმის თავი მცირე ზომის ბურთულაკით აღჭურვეს, რომელიც თავის ბუდეში თავისუფლად მოძრაობდა. როგორც კი კალამი ქაღალდზე მოძრაობას იწყებდა, ბურთულაკი ბრუნავდა, ედებოდა რა მელანს კარტრიჯში, შემდეგ კი ქაღალდზე გადმოჰქონდა იგი. ასე დაიბადა „ბიროს კალამი“. 

1938 წელს ძმებმა გამოგონება უნგრეთში დააპატენტეს. ნაცისტებისგან თავის დასაღწევად 1940 წელს ისინი არგენტინაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც კალამი ხელახლა დააპატენტეს. 

კალმის პირველი კლიენტი სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები გახდა, რადგან კალამი სიმაღლეზე კარგად მუშაობდა. 

1945 წელს კალმები ბაზარზეც გამოჩნდა. ამავე დროს, ბირომ კალმის ლიცენზია ფრანგ მარსელ ბიჩს გადასცა.

ბიჩმა თავის კომპანიას „ბიკი“ უწოდა და ბიროს კალმის დიზაინის მოდიფიკაციით პროდუქციის მასობრივად გამოშვებას მიჰყო ხელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ კალმები ძალიან იაფად გაიყიდებოდა.



დღესდღეობით „ბიკი“ საწერი კალმების მსოფლიო ბაზარზე ლიდერად რჩება 1,38 მილიარდი ევროს წლიური გაყიდვებით. 2005 წელს ფირმამ თავისი ასმემილიარდე კალამი გაყიდა, საუკეთესოდ გაყიდვადი „ბიკ-კრისტალი“ კი 14 მილიონ კალამს ყიდის დღეში.

არგენტინაში ბიროს პატივსაცემად კალამს „birome“-ს უწოდებენ, ხოლო 29 სექტემბერს კი მის დაბადების დღეს აღნიშნავენ. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება