მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილისა და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩეული კანდიდატები წარადგინა:
მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი დაასახელა. მისივე თქმით, ზედგინიძის საკურატორო სფერო სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის ყველა მიმართულების კორდინაცია და მონიტორინგი იქნება.
ბატიაშვილის განცხადებით, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან მინისტრის მოადგილის თანამდებობას ალექსანდრე თევზაძე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრს არ დაუსახელებია მანდატურის სამსახურის უფროსის ვინაობა. მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატის შერჩევის პროცესი დასრულებული არ არის. მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი იყო. მან პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა.
ამასთან, თანამდებობები დატოვეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, თემურ მურღულიამ და ლია გიგაურმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც