სიახლეები
სკოლები

პირველი სვირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი აქტიურად დაიწყო
04-10-2018
-
+


პირველი სვირის საჯარო სკოლაში პროექტის „რა?სად?როდის?“ მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის თემა თანამედროვე ტექნოლოგიები იყო. 

შეხვედრაზე რამდენიმე აქტივობა განხორციელდა. 

პირველი აქტივობა: პროექტის ხელმძღვანელმა, მაია კვანტრიშვილმა ჩაატარა მინი-ლექცია: XXI საუკუნის ტექნოლოგიებზე, ისაუბრა მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე.

მეორე აქტივობა: მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები თემებზე:

1. ქვის იარაღების გამოგონებიდან -კომპიუტერის შექმნის ეპოქამდე

2. რა არის ტექნოლოგია და ტექნოლოგიური პროცესები

3. საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (მობილურები, პეიჯერები, ნოუთბუქები)

4. „გონიერი სახლები“

5. რობოტები

6. ინტერნეტი და სოციალური ქსელები

7. კომპიუტერი და წიგნი

8. ელექტროავტომობილები

9. ციფრული ფორმატი

10. მომავლის ტექნოლოგიები

11. ძალიან საინტერესო უცნაური ტექნოლოგიები

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, პრეზენტაციები იყო შინაარსიანი, საინტერესო და მდიდარი ვიდეომასალით.

ასევე, პედაგოგმა მოსწავლეებს წაუკითხა რუსი მასწავლებლისა და მწერლის ვ. სოლოუხინის მოთხრობა „ბაბუაწვერა“. 

„მოსწავლეებმა ისაუბრეს ტექნოლოგიების დადებით მხარეებზე, მაგრამ აღნიშნეს თუ როგორ თანდათან ხდება ადამიანთა გრძნობების გაუხეშება, ემოციების დაქვეითება და „ცოცხალ ურთიერთობებთან“ დაშორება, რომელიც ყველაზე მეტად იგრძნობა თინეიჯერ თაობაში, ამიტომ საჭიროა დროის სწორი განაწილების ცოდნა და ტექნიკის გონივრული მოხმარება“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პირველი სვირის საჯარო სკოლაში წლის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს: საშემოდგომო ზეიმი, საახალწლო კარნავალი, პროექტ-გაკვეთილი, პროექტი რა? სად? როდის?, ღია გაკვეთილები თითქმის ყველა საგანში, სარვამარტო ზეიმი, იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საღამო, ვიქტორინა, ხელოვნების პედაგოგის მინი ლექცია „ხელოვნების ისტორიის შესახებ“, კითხვის საათი ბიბლიოთეკაში, გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილები ისტორიაში, ქართულსა და ხელოვნებაში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მეცხრამეტე შეკრება. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება