მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იმ სტუდენტების საყურადღებოდ რომლებმაც, გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს ევრორეგიონული სასწავლო და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტებში, ინფორმაციას ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, აღნიშნულ უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამოეწურათ ავტორიზაციის ვადა, რის გამოც ვერ განხორციელდება მობილობის მსურველი სტუდენტების ამ დაწესებულებებში ჩარიცხვა.
ასეთი სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მობილობამდე სწავლობდნენ ან/და მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სემესტრის მობილობაში.
იმ სტუდენტებმა კი რომლებმაც, გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, აღნიშნულ უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტების მიღების უფლება, რის გამოც ვერ განხორციელდება მობილობის მსურველი სტუდენტების ამ დაწესებულებაში ჩარიცხვა.
ასეთი სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მობილობამდე სწავლობდნენ ან/და მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სემესტრის მობილობაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც