მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ახალი სეზონი ცაგერიდან გაიხსნა და გუშინ, 3 ოქრომბერს „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ცაგერის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მიხეილ მეშველიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული სამსახურის საქმეთა უფროსი - გოგი კვირიკაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
„ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე საბა შკუბულიანი, რომელიც ძალიან ბედნიერი დარჩა მოპოვებული გამარჯვებით და მადლობა გადაუხადა პროექტს მიცემული შანსისთვის:
„ეტალონში“ გამარჯვება დიდ სიხარულთან ერთად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის. პროექტმა, უპირველესად, ცოდნის ეფექტურად გამოყენება და სტრესულ სიტუაციაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მასწავლა, სხვისი წარმატების გაზიარებასა და წინსვლას მიმაჩვია, მადლობა „ეტალონს“ ამისთვის.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა მოხარული დარჩა „ეტალონში“ სტუმრობით და მადლობას გადაუხადა გოჩა ტყეშელაშვილს მომავლის საქმის მსახურებისთვის:
„ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის და მთელი ცაგერისთვის. მადლობა ბატონ გოჩას განათლების ზეიმის მოწყობისა და ჩვენი ბავშვების ცოდნის განოვლენა-წახალისებისთვის. „ეტალონელები“ პროფესიონალნი და წარმატებულები გაიზრდებიან და სამშობლოს გამოადგებიან.“
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი „ეტალონის“ მამულიშვილურ საქმეში სრულ მხარდაჭერას გამოუცხადა:
„ერთია, როდესაც „ეტალონს“ შორიდან უყურებ და მეორე, როდესაც ამ სიხარულის თანაზიარი ხდები. დღეს ჩვენმა ბავშვებმა საკუთარი ცოდნა გამოავლინეს და რაც მთავარია, უფრო თამამები, თავდაჯერებულები და წარმატებისაკენ ოროენტირებულები გახდნენ. მადლობა ამისათვის გოჩა ტყეშელაშვილსა და მთელ შემოქმედებით გუნდს. ცაგერის მუნიციპალიტეტი „ეტალონს“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ მამულიშვილურ საქმეში."
ცაგერის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი ამაყი დარჩა მოსწავლეების წარმატებით და მადლობას გადაუხადა „ეტალონს“ ცოდნის გამოვლენა- წახალისებისთვის:
„დღეს ჩვენმა ბავშვებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ- ჩემპიონატში ღირსეულად და წარმატებით იასპარეზეს. დღეს აქ ცაგერის მომავალი იდგა-საუკეთესო მოსწავლეები ყველა სკოლიდან. მადლობა „ეტალონს“ მათი წარმოჩენისა და წახალისებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ფინალზეც საუკეთესო შედეგზე გავალთ.”
გამარჯვებულის დამრიგებელი ნათია მიქაძე ბედნიერებას ვერ მალავდა საბას წარმატებით და მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ ამ სიხარულისთვის:
„ემოციების გამოსახატად სიტყვები ზედმეტია. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ დღეს. საბა უნიჭიერესი მოსწავლეა, გადაჭარბების გარეშე. სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ წარმატებით იასპარეზებდა. მადლობა „ეტალონს“ ამ დაუვიწყარი წუთებისთვის...“
„ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი საბა შკუბულიანი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება და 4 ოქტომბერს სენაკს ესტუმრება, 5 ოქტომბერს კი მესტიას. „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში ახალისებენ