დღეს, სენაკის რესურსცენტრში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, სენაკის კერძო და საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები.
დირექტორები Izrune.ge-ს მთავარ მიზანს - შვილის სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურ ჩართულობას მიესალმნენ და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ თანაც ყველა ეს სიკეთე etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლების ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია.
ღონისძიებაზე საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ...
შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.