მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, რიგგარეშე მობილობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტში ჩარიცხული პირველკურსელებისთვის გამოცხადდა.
უწყების განმარტებით, დღეს, 2018 წლის 5 ოქტომბერს 17 საათზე გაიმართება შეხვედრა დამატებით რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის მსურველთათავის.
„რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2018 წელს მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში, ვერ მიმართეს აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გამო, ამასთან ვერ ისარგებლეს გამოცხადებული რიგგარეშე მობილობით და ამ დრომდე არ არიან ჩარიცხულები სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში“, - ნათქვამია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ამასთან, რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ ავტორიზაცია გაუქმებულ დაწესებულებებში, კერძოდ: შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელში, შპს საქართველოს ბიზნესის აკადეია შBA -ში და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და დღემდე ვერ ისარგებლეს მობილობით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აქვს თუ არა სკოლას უფლება მოსწავლე გარიცხოს ?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც