მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის №5 სკოლა სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზების თვალსაზრისით აქტიურ სპორტულ საქმიანობას ეწევა, რაც სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საქმეს ემსახურება, და არა მარტო მოსწავლეების...!
სკოლაში სპორტული ღონისძიებები-მეგობრული შეხვედრები გაიმართა. სკოლის ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებსა და სკოლის მამაკაც მასწავლებელთა გუნდს შორის მეგობრული შეხვედრა მასწავლებელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მამაკაც მასწავლებელთა გამარჯვებით დასრულდა აგრეთვე მეგობრული შეხვედრა ფრენბურთში, ხოლო მეგობრულ შეხვედრაში ფრენბურთში, რომელიც გაიმართა სკოლის გოგონათა ნაკრებსა და ქალ მასწავლებელთა გუნდს შორის, რომელში მონაწილეობას იღებდა თავად სკოლის დირექტორი, ინგა ვარდიძე, გაიმარჯვა ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა.
აღნიშნული სპორტული შეჯიბრებების როგორც წარმართვაში, ასევე გულშემატკივრობაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის დირექცია.
სკოლის დირექტორმა გამარჯვებული გუნდები სიგელებით დააჯილდოვა!
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.